ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2"-ის ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სავარაუდო მკვლელმა ქვეყანა მომხდარიდან ერთ საათში დატოვა.
როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელი 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში და ის თბილისში უკრაინიდან არის შემოსული.
მისი იდენტიფიცირება სავარაუდოდ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ იმ ვიდეომასალით მოხერხდა, რომელიც გამოძიებამ სათვალთვალო კამერებიდან ამოიღო.
გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან 28 მარტს მოკლეს.