იტალიური მას-მედიის მტკიცებით, ვენეციაში, ბარებსა და რესტორნებში ფასების სამი სია მოქმედებს. ერთი – ტურისტებისთვის. მეორე – ადგილობრივებისთვის. მესამე კი – „სიმპათიური ტურისტებისთვის“.
მაგალითად, თუ იტალიელი ბრძანდებით, კრუასანი და კაპუჩინო 3,5 ევრო დაგიჯდებათ, ხოლო თუ სხვა ენაზე საუბრობთ, მაშინ 7 ევროს გადახდა მოგიწევთ.
ადგილობრივებისთვის პიცა 20-25 ევრო ღირს, ვენეციელებისთვის კიდევ უფრო იაფი, ხოლო უცხოელებისთვის 50-60 ევრო.
თუ უცხოელი ხართ, მაგრამ ვენეციურად ერთი-ორი სიტყვის მოხერხება და გაღიმებაც შეგიძლიათ, ფასები შეძლებისდაგვარად იწევს.
ამ მოვლენამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ იტალიურმა ფინანსურმა პოლიციამ ამ მიმართულებით გამოძიება დაიწყო. ახლა ისინი ტურისტებს მსგავსი სიტუაციის გამოაშკარავებას და ხმამაღლა გაცხადებას სთხოვენ.