https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მხიარული მოჭიდავეები

14:04; 25.04.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მრავალი გულშემატკივრის თვალში სპორტსმენები ერთგვარი „მონსტრების“ იარლიყით სარგებლობენ, რომლებიც მთელი დღეების განმავლობაში საყვარელ საქმიანობას მისდევენ და სხვა ამქვეყნიური გართობისა თუ განცდებისთვის დრო აღარ რჩებათ. ცნობილია ამ თემაზე შექმნილი ერთი ანეკდოტიც, სადაც მამას სამი შვილი ჰყავდა, ერთი-ფიზიკოსი, მეორე-ექიმი და მესამე-სპორტსმენი. საბედნიეროდ ხალხში „მოარული ხმები“ მცდარია და სპორტსმენებიც ისეთივე ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, როგორც, თუნდაც ამ სტრიქონების ნებისმიერი მკითხველი.

დღეს ჩვენი სტუმრები ვეტერანი ფალავნები არიან და თავს გადამხდარ სახალისო ამბებს გვიამბობენ.
თემურ ყაზარაშვილი

„გასახსენებელი ბევრი მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ერთ შემთხვევას გამოვყოფ. 1979 წელს მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატში ვმონაწილეობდი და ფინელ მეტოქეს შევხვდი. ორთაბრძოლას დიდი უპირატესობით ვიგებდი და საქმის ბოლომდე მიყვანა არ უნდა გამჭირვებოდა.

ამ დროს მოწინააღმდეგე ხიდზე დავიჭირე და ილეთის ჩატარება დავიწყე, რის შემდეგაც მსაჯმა სუფთა გამარჯვება მომანიჭა. ფინელი ლეიბზე ეგდო და სიცოცხლის არავითარი ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. უცებ ფეხზე წამოხტა, არბიტრს მივარდა და ილეთის ჩატარების შემდეგ ეს უკანასკნელი ძირს დაანარცხა. ატყდა ერთი აურზაური და იქ მყოფმა ხალხმა ფინელი ძლივს დააკავა.

შემდეგ აღმოჩნდა, რომ როდესაც ფანდს ვუტარებდი, არტერიები გადაეკეტა და ამის გამო გონება დაუკარგავს. აზრზე რომ მოსულა, ვერ გაურჩევია, თუ ვინ ჰყავდა მეტოქედ და ჭიდაობა რეფერისთან გააგრძელა. შემდეგ, როდესაც აუხსნეს, რომ თურმე წმინდად წაუგია, მსაჯთა კოლეგიაში საპროტესტო განცხადება შეიტანა, არაფერი მახსოვდა და ერთი გამაგებინეთ, როგორ დავმარცხდიო. თუმცა საწადელს მაინც ვერ მიაღწია და მომდევნო წრეშიც მე გავედი“.

ზაზა ტყეშელაშვილი

„ჯერ კიდევ ყოფილი დიადი სამშობლოს არსებობის დროს, რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში სსრკ-ის თასის გათამაშებაში ვიღებდი მონაწილეობას. შეჯიბრების დასკვნით დღეს ადგილობრივი გოგონები გავიცანით და მათ, მე და ლევან ებანოიძე საღამოს მიგვიპატიჟეს. უკვე გვიანი იყო და საჩუქრის ყიდვა ვერ მოვასწარით, ხელცარიელი მისვლა კი არ გვინდოდა. მდგომარეობიდან გამოსავალს ლევანმა მიაგნო.

– ერთი ადგილი ვიცი, წამომყევი და ყვავილები ავიღოთო–მითხრა. წავედით და ათიოდე წუთის შემდეგ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გავედით, სადაც ლენინის ძეგლის გვერდით დარგული ლამაზი ყვავილები თავმომწონედ შემოგვყურებდნენ. მივუახლოვდით ამ ადგილს და ფიქრი დავიწყეთ, თუ როგორ მოგვეკრიფა. იქვე, შორიახლოს ოთხი ადგილობრივი ახალგაზრდა იდგა და რაღაცაზე ჩურჩულებდა.

შემდეგ ამ ჯგუფს ერთი მათგანი გამოეყო და ჩვენ მოგვიახლოვდა. მისალმების შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა და ეს ყვავილები მოვკრიფოთო, გვთხოვა. შემდეგ აგვიხსნეს, რადგან თვითონაც ყვავილები უნდოდათ და ამ წმინდა ადგილის შებილწვის ეშინოდათ, ყვავილების მოკრეფის საპატიო მისია ჩვენ შეგვესრულებინა. რა გაეწყობოდა., ამბობენ, რომელ ქვეყანაშიც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. მასპინძლებს იხტიბარი არ გავუტეხეთ და იქ დაკრეფილი ყვავილები ექვსივემ ძმურად გავიყავით“.

ელდარ კურტანიძე

„საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთხელ ირანში ვიყავი. ამ ქვეყანაში ზედიზედ რამდენიმე ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა და თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით. ამ დროს მასპინძლებმა კიდევ ერთ შეჯიბრში ასპარეზობა გვთხოვეს და ნაკრების ხელმძღვანელობამაც მათ უარი ვერ უთხრა.

ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ავტობუსით კიდევ დაახლოებით 1700 კმ უნდა გაგვევლო. ძალიან დაღლილი ვიყავი და ბუნებრივია, რომ ამ ინფორმაციამ ჩემში დიდი აღფრთოვანება არ გამოიწვია. ცუდ ხასიათზე დავდექი, ნერვებიც დამეძაბა და ჩემთვის ჩავილაპარაკე, რომ აღარაფერი მინდოდა და საქართველოში მარტო დავბრუნდებოდი.
ჩემი ეს სიტყვები გვერდით მჯდომმა ზაზა ტყეშელაშვილმა გაიგონა და თავისთვის ჩაიცინა:  – რა მოხდა მერე, კიდევ ერთხელ იჭიდავებო. ამაზე კიდევ უფრო გავბრაზდი და „შენ ვინ გეკითხება“ – მეთქი, შევეკითხე. რასაკვირველია, ეს სიტყვები არ ესიამოვნა და ჩემსკენ გამოიწია. მეც მედგრად დავუხვდი და ირანის რომელიღაც პროვინციულ ქალაქში მდგარი ჩვენი ავტობუსის სალონში, ჭიდაობის, კრივის და კეტჩის ილეთების გამოყენებით სერიოზული ჩხუბი გავაჩაღეთ.

თავიდანვე ფეხქვეშ ვიგდე და მთელი სხეული შევუბოჭე. მალე დავიღალე და ერთი სული მქონდა, ვინმეს გავეშველებინეთ. მაგრამ, დახეთ ბედის ირონიას, ნაკრების წევრები ჩარევის მაგივრად ორად გაიყვნენ და ზოგი მე მგულშემატკივრობდა, ზოგი კი ზაზას უჭერდა მხარს. გეცოდინებათ, რომ ტყეშელაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში იაპონიაში პროფესიონალების ასპარეზობებში გამოდიოდა და მალე ამ „საავტობუსო ინციდენტში“ ბრძოლის სასწორი მისკენ გადაიხარა.

ამ დროს ავტობუსში დათო ხურცია შემოვარდა და ჩვენს თავზე მდგარი ბიჭები აქეთ–იქით მიყარა. მეგონა, გვეშველა-მეთქი, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩამივარდა. ხურციამ სეირის ყურება დაიწყო და ირონიული ტონით ორივეს რჩევა-დარიგებების მოცემა დაგვიწყო. ბოლოს და ბოლოს გაგვაშველეს და ორივე მეტოქე ცალ-ცალკე გაგვიყვანეს.

იმ ისტორიულ დღეს რომელიღაც სასტუმროში დავბინავდით და ზაზასთან შერიგება გადავწყვიტე. როდესაც მის ოთახს მივუახლოვდი, ჩემი მისამართით წარმოთქმული მუქარების მთელი კორიანტელი შემომესმა. გავაღე კარი და „ტყეშელ, ძმები ვართ და რა გვაქვს გასაყოფი“ – მეთქი, ვუთხარი. რასაკვირველია, შევრიგდით და ამის შემდეგ ეს ინციდენტი ტკბილ მოგონებად იქცა.

დღემდე ზაზა ჩემი საუკეთესო მეგობარია და, როდესაც ირანში მაშინდელ მოგზაურობას ვიგონებთ, ამ ჩხუბსაც ვიხსენებთ და ორივეს გულიანად გვეცინება“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ვისთვის იქნება 2026 წლის იანვარი განსაკუთრებით წარმატებული

11:00; 26 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

დაიცავით თავი ავი თვალისგან

10:20; 26 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

დედამთილების ჰოროსკოპი

10:18; 26 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

რძლების ჰოროსკოპი

10:16; 26 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

სიძე ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით   

10:15; 26 დეკემბერი, 2025

სამართლიანი მოთხოვნები თუ პროვოცირებული აქცია?

„დემოკრატიული მოძრაობა“ ლაითურის აქციას ეხმაურება

ყველა სიახლე

საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

22:37; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა

22:23; 26.12.2025
პოლიტიკა

ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით

20:15; 26.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:58; 26.12.2025
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

18:29; 26.12.2025
პოლიტიკა

ქეთევან ხომერიკმა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას მეთოდები დაუწუნა

18:20; 26.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად „მწვანე დაფინანსების რალი” გაიმართა

18:13; 26.12.2025
საზოგადოება

რა თანხა გამოუყო დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გურიაში მთავრობამ

18:01; 26.12.2025
პოლიტიკა

„მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” განკარგულებაში ცვლილება შევიდა

17:41; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

17:08; 26.12.2025
საზოგადოება

“ბაჩო აპირებდა პოლონეთში, ემიგრაციაში გაბრუნებას ლუკმაპურის საშოვნელად… საზღვარზე არ გაუშვეს” – რას ამბობს ანი ნადარეიშვილი

16:54; 26.12.2025
საზოგადოება

თოვა და ქარბუქი – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

16:34; 26.12.2025
ფინანსები

არ გამორჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები

16:16; 26.12.2025
პოლიტიკა

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე: ეს ბუნდოვანია – პირიქით არის

16:04; 26.12.2025
საზოგადოება

ქართული ახალი წელი 8 მილიონად: ღონისძიებებში მონაწილეთა სრული სია – ვინ რამდენს მიიღებს ჰონორარის სახით

15:52; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო