იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 26 აპრილის სხდომაზე მოსამართლოების კანიდიდატთა კენჭისყრის შედეგად 24 მოსამართლე შეირჩა.
ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – მანანა ჩოხელი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – მაია სულხანიშვილი, გოდერძი გიორგიშვილი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – ირმა პერანიძე; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია – მერი გულუაშვილი, თამარ მეშველიანი, დიანა ფარქოსაძე, ნინო ჭალიძე, ლეილა მამულაშვილი; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – ხათუნა კაკაბაძე, ზოია კვარაცხელია, მადი ჩანტლაძე, ირაკლი კოპალიანი; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია – შორენა გუნცაძე, ლილი მსხილაძე, ელენე გოგუაძე, მაია ქოქიაშვილი; ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ადიგენის მუნიციპალიტეტში – შალვა მჭედლიშვილი; ბოლნისის რაიონული სასამართლო – ივანე ღლონტი; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია – ქეთინო ლუაშვილი; სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხონის მუნიციპალიტეტში – ნონა ზარქუა; სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში – რომან ხორავა; სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო – ირინა ზარქუა; ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქარელის მუნიციპალიტეტში – თეიმურაზ ფარეიშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, 24 ვაკანსიაზე მოსამართლეობის კანდიდატი ვერ შეირჩა.