არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევას, რომელიც 2013-2014 წლებში მთავრობის მიერ სასტუმროებსა და რესტორნებში დახარჯულ თანხებს ეხებოდა, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არაობიექტურს უწოდებს:
_ ქალბატონი გიგაური 2012 წლის არჩევნებს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და რაც მთავარია 2013 წლის არჩევნებს მეტი დარღვევებით მოიხსენიებს, ვიდრე 2012 წელს.
2012 წლის არჩევნები ჩაატარა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ამას არჩევნებს ვერ დავარქმევთ, ეს იყო ფაქტობრივად ომი.
აქვე ვუპასუხებ ქალბატონს, რომ როგორც სააკაშვილი ამბობდა, მშვიდობიანად კი არ გადმოგვაბარეს ხელისუფლება, არამედ ისეთი ორგანიზება გავაკეთეთ, რომ ვაიძულეთ ხელის განძრევის გარეშე წასულიყვნენ. ეს სააკაშვილის წინგადადგმული ნაბიჯი კი არა, ახალი გუნდის ნაბიჯი იყო. გიგაურის შეფასება კი იყო ისეთი, თითქოს 2013 წელს უფრო მეტი დარღვევები ფიქსირდებოდა.
აი, მის მიერ გამოქვეყნებული კვლევები. როდესაც ლარის დევალვაცია იყო და ხალხი შფოთავდა, მთავრობა აცხადებს, რომ ქამრებს შემოიჭერს. ამ დროს გიგაური აქვეყნებს – 2013-2014 წლებში სასტუმროებსა და რესტორნებში დახარჯული მთავრობის ხარჯები 20 მილიონი. შიგნით კიდევ ცდომილებებია. ამ დროს თუ გააანალიზებ ირკვევა, რომ ამ თანხებიდან ლომის წილი დახარჯულია შშმ ბავშვების მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე. სათაური კი ისეთი აქვს… სასტუმრო და რესტორნები, ქეიფობენ და გულაობენ. ამ დროს როგორ უხდება ასეთი სათაური, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "კვირის 20/30"_ში.