თბილსის მერმა დავით ნარმანიამ რუსთავი 2-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში", მერიაში კახი კალაძის ცოლისძმის გიორგი არეშიძისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა ნათესავების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ გააკეთა კომენტარი:
_ ეს ადამიანები, რომლებიც თქვენ აქ ჩამოთვალეთ, არიან ჩვენი გუნდის წვერები. მე მათ ნაწილს ვიცნობ, ვინც ძალიან აქტიურად იყო ჩართული ჩვენთან ერთად წინასაარჩევნო პროცესებში, წინასაარჩევნო კამპანიაში და შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება მათი ცალკეული მიმართულებით დანიშვნასთან დაკავშირებით.
მე ვერ წარმომიდგენია, თუ არა გიორგი არეშიძე, ვინ შეიძლება ჩვენთან უხელმძღვანელოს ახალგაზრდულ მიმართულებას და სპორტს.
გიორგის მე დიდი ხანია ვიცნობ, მე სხვა ალტერნატივა არც განმიხილავს, ვიცი მისი მიდგომები, მისი აქტიური ბრძოლა, მისი დამოკიდებულება ახალგაზრდულ პოლიტიკასა და სპორტთან მიმართებაში, ის არის ძალიან საღი გონების ადამიანი, რომელიც ყოველთვის იღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს, _ განაცხადა დედაქალაქის მერმა.