ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ექვსი ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ჭანკვეტაძეების სახლში შეიჭრა, სადაც ცოლ-ქმარი და ერთი მოხუცებული იმყოფებოდნენ.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. წაღებულია დიდი ოდენობით ოქროულობა და თანხა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ამასთან, ადგილობრივი მკვიდრის ციცო ხუსკივაძის თქმით, პოლიციელებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით მისი შვილიშვილი თერჯოლის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, საიდანაც ნაცემი დაბრუნდა.