საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მე-12 კლასელების გაცდენის ექსტერნი გამოაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2014-2015 სასწავლო წლის განმავლობაში მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნის ფორმით დაძლევის გამოცდებზე რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 29 აპრილიდან 2015 წლის 1 მაისის ჩათვლით პერიოდი.
გაცდენის ექსტერნის გამოცდები ჩატარდება 2015 წლის 5 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ხოლო გამოცდები ჩატარდება ცენტრალიზებულად სკოლებში.