გავრცელებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დღეს 12 საათზე ბრიფინგი გაიმართება, თუმცა რა თემასთან დაკავშირებით, არ აკონკრეტებენ.
შეგახსენებთ, რომ ყიფიანის გადადგომის შემთხვევაში, ის იქნება მეშვიდე მინისტრი, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება. კონსტიტუციის მიხედვით კი, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას პარლამენტის ხელახალი ნდობის გამოცხადება დასჭირდება.