უმრავლესობის დეპუტატ მანანა კობახიძეს ბოლო დეკლარაცია, მიმდინარე წლის 5 იანვარს აქვს შევსებული.
დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი თბილისში ორ საცხოვრებელ – 95.56კვ.მ ფართობისა და 180.00 კვ. მ ფართობის ბინას ფლობს. სხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება მის სახელზე არ ირიცხება.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეპუტატს „ქართუ ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 2 366.00 ლარი აქვს.
მას სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შემოსავლის სახით, 76 845.00 ლარი აქვს მიღებული. გასავლის გრაფაში კი, რომელიც 1500 ლარს აღემატება, კობახიძეს მითითებული აქვს, რომ შვილის, ნინო ორაგველიძის სწავლის გადასახადი გადაიხადა, რომლმაც 6 645.00 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მისი მეუღლის ქონებას, დეკლარაციის თანახმად ზაზა გოგიჩაიშვილი მსუბუქი ავტომანქანა HONDA CRV -ს ფლობელია. მის „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე კი 53.00 ლარი ირიცხება. იგი ნაღდი ფულის სახით 25 000.00 ლარს ფლობს.
მას სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შ.პ.ს. ქართული ბროილერში მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობისთვის, შემოსავლის სახით 24 765.06 ლარი აქვს მიღებული.
უმრავლესობის დეპუტატის, მანანა კობახიძის 2015 წლის დეკლარაცია, თითქმის იდენტურია მისი 2013 წლის დეკლარაციის. მცირე ცვლილება კი შეეხება „ქართუ ბანკში“ არსებულ ანგარიშზე არსებულ თანხას. 2013 წელს დეპუტატს აქ 1 978.00 ლარი ერიცხებოდა, ნაღდი ფულის სახით კი 5 000.00 ლარი ჰქონდა.
2013 წელს აქვს დეპუტატს ბინა ნაყიდი, რომლის ღირებულებამ 130 000.00 ლარი შეადგინა.