"მთელი ღამე "ჯაყოს ხიზნებს" ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება" _ ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას _ გადადგა თუ არა ლევან ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნუგზარ კევლიშვილმა.
კევლიშვილი სამინტროში ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა, მედიასთან ამ საკითხზე სხვა კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის პერეტენზიები უსაფუძლოა.
ჩვენი ინფორმაციით სამინისტროში იმყოფება ლევან ყიფიანიც, რომელიც რამდენიმე წუთში მედიისთვის სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს.