შინაგან საქმეთა სამინისტრო კახა კუკავასა და ირაკლი ღლონტის დაკავებას ადასტურებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ "თავისუფალი საქართველოს" წევრები ე.წ. დეზერტირების ბაზართან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ისინი "სითი პარკის" ევაკუატორის გაჩერებას ცდილობდნენ.