საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალი რიგგარეშე არჩევნები და "ოლიგარქის მმართველობის შეცვლაა".
ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა ბაქოში ვიზიტისას გააკეთა.
"ამ ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში სიმწრით ვაგროვეთ ჩვენი საერთშორისო რეპუტაცია, ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები, ჩვენი სახელი, ავტრორიტეტი და რისთვის? იმისათვის, რომ ერთი ტლუ, გაუნათლებელი, ბნელი ოლიგარქი მოსულიყო და ყველაფერი ეს ქარს გაეტანებინა, იმისათვის, რომ თავისი პირადი ხუშტურები ეკმაყოფილებინა.
"სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო", – ჩვენ ახლა თავიც გავიტეხეც და სახელიც. არ ვიცი, როგორ უნდა დავაბრუნოთ, მაგრამ ვფიქრობ მოვახერხებთ დაბრუნებას. ოლიგარქის მმართველობის შეცვლაა გამოსვალი და ეს მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების გზით არის შესაძლებელი. რიგგარეშე არჩევნების შედეგად საქართველოში უნდა მოვიდეს მთავრობა, რომელიც ფართო წარმომადგენლობითი იქნება“, _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ახალი ენერგიით სავსე "ნაციონალური მოძრაობა" მზადაა ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს.