https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინც მართლაც ჭეშმარიტად ცოცხლობდა სიცოცხლეში

12:04; 30.04.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ჩვენ, ქართველებს, გვქონდა დიდებული წარსული, რომელზედაც ბევრი რამ გაგვიგონია და მიგვიღია შეუმოწმებლად… ჩვენს წარსულს ეჭირვება გამტკიცვა, საჭირო არიან მკვლევარები. ბატონმა აკადემიკოსმა ნიკო მარმა გვიჩვენა მაგალითი და მას სხვებიც მიჰყვნენ. ამ ახალ გზაზე დგომა, ამ კვალის ძებნა თავის თავად კეთილი მოვლენაა," – წერდა აკაკი წერეთელი.

 1888 წელს, გაზეთ "ივერიაში" დაიბეჭდა სტატია სათაურით: "ბუნება და თვისება ქართული ენისა". ამ დროიდან მოყოლებული, ნიკო მარმა გამოაქვეყნა ექვსასამდე მეცნიერული ნაშრომი,მათ შორის ბევრი დიდტანიანი წიგნი, დამადასტურებელი ავტორის გასაოცარი შემოქმედებითი ნაყოფიერებისა და დაუშრეტელი ენერგიისა."მხოლოდ იმ პირებმა, რომელნიც მასთან დაახლოებულნი იყვნენ, იციან, რომ მარის ნაშრომების მარაგი არამც თუ უკვე გამოქვეყნებულით არ იწურება, არამედ მას ერთი-ორად და სამად მეტიც გამოუცემელი უწყვია, მათ შორის, პირველხარისხოვანი მნიშვნელობის ძეგლიც. გადაუჭარბებლივ შესაძლებელია ითქვას, რომ მისი სამწერლებლო საგანძური ამ მხრივ რამდენიმე მეცნიერთათვისაც კი სამყოფი იქნებოდა…"

 "ვინც კი აკად. ნ. მარის ნაშრომების თუნდაც მარტო სიას გადასინჯავს, შეუძლებელია მისი შემოქმედების ნაყოფიერებით მისდამი განცვიფრებისა და პატივისცემის გრძნობა არ აღეძრას. ხოლო, ვისაც ეს ნაშრომები წაკითხული აქვს, მას ისიც ეცოდინება, რომ მის ენათმეცნიერულ ცოდნისმოყვარეობას საზღვარი არ უჩანს: მისი კვლევა-ძიების თემათა მრავალფეროვნება სწორედ რომ გასაკვირია. იმ ნაშრომებშიაც კი, რომელთა ზოგად შინაარსა და დასკვნას ადამიანი ვერასგზით ვერ დაეთანხმება, არა ერთი გონებამახვილი შედარებაა გაფანტული და არა ერთი საინტერესო პარალელია წამოყენებული, რომელთა სისწორის დამტკიცება სულ სხვა გზით, სხვა საბუთიანობით შეიძლება.

 ნიკო მარის უმთავრეს ღვაწლს ქართული ფილოლოგიის შექმნა შეადგენს ისევე , როგორც იგია ქართული ენათმეცნიერების დაუცხრომელი კვლევა-ძიების ნამდვილი სულისჩამდგმელიც. ვინც გაითვალისწინებს, რასაც ეს დარგი ნ.მარამდე წარმოადგენდა, მისთვის ცხადი შეიქმნება, რომ ქართველთა მცოდნეობის ისტორიაში ნ. მარის სახელი სამარადისოდ აღიბეჭდება," – ასე აფასებს დიდი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი თავისი სახელოვანი მასწავლებლის ნიკო მარის მეცნიერულ მემკვიდრეობას.

 ნიკო მარი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა საქართველოში სამეცნიერო ცენტრის შექმნისათვის. უთუოდ ისტორიული მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ მარს ჯერ კიდევ 1905 წელს შეუდგენია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პროექტი-წესდება (ინახება მეცნერის არქივში, გამოქვეყნდა 1934 წელს). ამ დოკუმენტის პირველ მუხლში ნათქვამია, რომ " ქართველთა სამეცნიერო აკადემიას მიზნად აქვს განავითაროს ქართველ ერში ისტორიის, ფილოსოფიის, სამართლის, პოლიტიკის, ეკონომიკის, არქეოლოგიის, ფილოლოგიის და ბუნებისმეტყველების დარგებიო. ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს იმ საზღვარგარეთელი მეცნიერების ("მიუხედავად გვარტომობისა") წაქეზება-წახალისებას (სპეციალური პრემიების დაწესებით), რომლებიც ევროპულ ენებზე აქვეყნებენ ქართველოლოგიურ შრომებს, თუნდაც ისეთ არასპეციალურ გამოკვლევებს, სადაც აღძრულია საქართველოს საკითხები. განსაკუთრებით აღსანიშნავია წესდების მუხლი, სადაც გათვალისწინებულია იმ პირთა მომზადება, რომლებიც შექმნიან ორიგინალურ სახელმძღვანელოებს ანდა იმუშავებენ სახელმძღვანელოთა თარგმანზე ცოდნის სხვადასხვა დარგში. საგულისხმოა წესდების ის ადგილიც, სადაც ნათქვამია,რომ აკადემიამ თვალყური უნდა ადევნოს ნიჭიერ ქართველ სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებლებში, დაუნიშნონ მათ სტიპენდია, გაუწიოს ხელმძღვანელობა; საჭიროა "ქართველთა სამეცნიერო აკადემია კვალდაკვალ მიმდევარი გახდეს წარჩინებული ახალგაზრდების მეცნიერული წვრთნისა და დაწინაურებისა, შემძლე იყოს ჯეროვნად მომზადებულ ძალთა შეძენისა თანამშრომელთა წრის და შემდეგ თვით აკადემიის შესავსებად და გასაფართოებლად".

 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსებას იმ დროს გადაულახავი დაბრკოლებები შეხვდა. ისტორიამ შემოინახა მხოლოდ ექვს გაყვითლებულ ფურცელზე აღბეჭდილი წესდება-პროექტი, შემუშავებული მარის მიერ ქართული მეცნიერული აზრის აღორძინების სურვილით. ჩვენს მეცნიერულ თაობას მართებს, იცოდეს ეს ამბავი და პატივისცემის გრძნობით მოიგონოს დიდი ამაგდარი მკვლევარი, რომელიც ოცნებობდა და იღწვოდა ქართული აკადემიისათვის რამდენიმე ათეული წლის წინათ.

განსაკუთრებით საშური იყო ქართული კულტურის ძველ საზღვარგარეთულ ცენტრებში _ათონზე, სინას მთაზე, პალესტინაში დაცული უმნიშვნელოვანესი ქართული ხელნაწერების შესწავლა, აღწერა, დღის სინათლეზე გამოტანა. იქაც ნადგურდებოდა უმდიდრესი კოლექციები და სამუდამო დავიწყების ფერფლით იფარებოდა.

"დროების" ფურცლებზე ერთი გულშემატკივარი წერდა, ათონის ბერძნები ქართულ ხელნაწერთა ფურცლებისაგან ბოთლების საცობებს ამზადებდნენო.

1898 წელს ნიკო მარი მიემგზავრება ათონის მთაზე, რათა შეისწავლოს ხელნაწერები და გამოსცეს იქ დაცული ძველი ტექსტების მეცნიერული აღწერილობა.

ნიკო მარმა ათონის სამონასტრო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა პირველხარისხოვანი ლიტერატურული ძეგლები, ბევრი მათგანი გადმოწერა, მოგვცა ხელნაწერთა ზუსტი აღწერილობა. ამ საგანზე ის სამეცნიერო საზოგადოებრიობის წინაშე წარსდგა ვრცელი მოხსენებით, ხოლო 1900 წელს დასტამბა კიდევაც ათონის აგიოგრაფიული ძეგლების სრული აღწერილობა.

უაღრესად მნიშვნელოვანი და მეცნიერული თვალსაზრისით პირდაპირ ტრიუმფალური იყო ნიკო მარის ექსპედიცია სინას მთაზე და იერუსალიმში, იქ დაცული ქართული ხელნაწერების შესწავლისა და კატალოგიზაციის მიზნით. სინას მთაზე ნ. მართან ერთად იმოგზაურა ივანე ჯავახიშვილმა, მარის უპირველესმა მოწაფემ და ერთგულმა მეგობარმა. ეს იყო 1902 წელს.

აი, რას ამბობს ქართული მწერლობის ისტორიის დიდი ავტორიტეტი, პროფესორი კორნელი კეკელიძე: "ნაყოფიერი ხანა ძველი ქართული მწერლობის ისტორიის შესწავლისა დაიწყო ეგრეთ წოდებულმა პეტროგრადის სამეცნიერო სკოლამ აკად. ნ.მარის ხელმძღვანელობით;" "აკად. ნ. მარს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ლიტერატურის ისტორიის მეცნიერულად დამუშავების საქმეში"; "საჭირო იყო ნიჭი, მომზადება, ენთუზიაზმი, ენერგია და კადნიერება განსვენებულის აკად. ნ. მარისა, რომ შექმნილიყო ქართველოლოგიის ის სკოლა, რომელმაც შესაძლებელი გახადა დასაწყისი ნამდვილი მეცნიერული მუშაობისა ქართული ლიტერატურის ისტორიაშიც".

 სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ნიკო მარს იმთავითვე კარგად ჰქონდა შეგნებული ქართული ბიბლიის აკადემიური გამოცემის აუცილებლობა, რაც მტკიცე საფუძველს მოგვცემდა გენეტური საკითხების პოზიტიურად გადაწყვეტისათვის.

ჯერ კიდევ ათონზე ყოფნისას (1898წ.), ნ. მარმა ამოიწერა ზოგი ადგილი ეზდრადან, მთლიანად გადმოწერა ორი პატარა წიგნი (რუთისი და იონასი) და გადაიღო ფოტოპირები ნეემიასი.

 1910 წელს, მისი თაოსნობით რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას გადაუწყვეტია ტექსტის მეცნიერული გამოცემა (ფოტოპირები ინახებოდა სააზიო მუზეუმში). როგორც ა. შანიძე გვაუწყებს, შემდგარა კომისია ქართულ-რუსული ლექსიკონის შესადგენად, რომლის ხელმძღვანელი იყო ნიკო მარი, ხოლო წევრები: ივანე ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე და აკაკი შანიძე. სალექსიკონო მასალების ამოსაკრებად ერთ-ერთი წყარო უნდა ყოფილიყო ათონის ბიბლია და ამასთან დაკავშირებით მისი გამოცემის საკითხიც დაისვა. საამისოდ მოწვეულ კრებაზე (1913 წლის შემოდგომაზე), განაგრძობს ა. შანიძე, პირველი სამი წიგნი მოსესი ასე განაწილდა კომისიის წევრებს შორის სასტამბოდ დამზადებისათვის: დაბადებისა _ ი.ჯავახიშვილს, გამოსვლათა _ ა.შანიძეს და ლევიტელთა _ ი.ყიფშიძეს. გამოცემის დასაჩქარებლად, მოზრდილი წიგნები (მაგ., დაბადებისა,გამოსვლათა და სხვ.) შეიძლებოდა ცალ-ცალკე გამოსულიყო. განზრახული იყო, დაკლებული ადგილები მცხეთური ხელნაწერების ტექსტით შეგვევსო; შევუდექი კიდეც გადმოწერას და სასტამბოდ დამზადებას ჩემი ხვედრისას, რომელიც აკადემიის სტამბას გადაეცა ასაწყობად; ომიანობის გამო შექმნილ პირობებში წიგნის აწყობა გაჭიანურდა, შემდეგ ბეჭდვა შეწყდა, რადგან 1917 წლის დიდმა ამბებმა უსწრო და მე თბილისს გადმოვედი სამუშაოდ,"_ დასძენს ჩვენი მეცნიერი.

1910 წელს ნიკო მარის მეთავეობით დაწყებული საქმე ჩვენს დროში გვირგვინდება: ნიკო მარის ყოფილმა მოწაფემ, გამოჩენილმა მეცნიერმა აკაკი შანიძემ განაახლა ბიბლიის გამოცემა და დღესდღეობით საზოგადოებას მიაწოდა სანიმუშოდ გამოცემული რამდენიმე ნაკვეთი ძველი აღთქმის წიგნებისა. 1947 წელს გამოსული I ტომის I ნაკვეთის წინასიტყვაობაში პროფესორი ა. შანიძე წერს: "ამ ნაკვეთის გამოშვებით განახლებულია ოცდაათი წლის წინათ შეწყვეტილი მუშაობა ოშკური ხელნაწერის კრიტიკული გამოცემისათვის. რაგინდ სასიხარულოც უნდა იყოს ეს ამბავი, არ შემიძლია მაინც დიდი გულისტკივილით არ ავღნიშნო: ვაი რომ სამუდამოდ შესვენებულია ამ საქმის წამომწყები დიდი ნიკო და ორი მისი თანამშრომელი: დიდი ივანე და ნიჭიერი იოსები, რომელიც ადრე გამოეთხოვა წუთისოფელს. ამ სტრიქონების დამწერს ვალად აძევს, განაგრძოს და ბოლომდე მიიყვანოს მათი სანუკვარი საქმე".

ცნობილი ენათმეცნიერი და რუსთველოლოგი პროფ. ვუკ. ბერიძე ასე ახასიათებს მარის უმთავრესად ლიტერატურათმცოდნეობითს შტუდიებს: "ნ. მარი არ ყოფილა უბრალო , ასე ვთქვათ , რიგითი მომუშავე; ყველგან საკითხის იშვიათი დასმა, ყველგან დაუნჯებულად მოცემული, მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი: მარისებური სიღრმე, მარისებური სიდიადე. ეს ხარისხით. რაც შეეხება რაოდენობას, მთელი თაობაა საჭირო, ნ. მარის ეს მემკვიდრეობა რომ სათანადოდ დაამუშაოს და აითვისოს".

რუსთველოლოგია, როგორც გარკვეული ქართველოლოგიური დისციპლინა, სამეცნიერო ნიადაგზე სწორედ მარმა დააყენა. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებრიობის ყურადღება რუსთაველმა მიიზიდა უპირატესად ნ. მარის შრომების მეოხებით.

ასეთი ნაყოფიერი ხანა რუსთაველოლოგიში იწყება მე-20 საუკუნის დამდეგიდან.

მოვუსმინოთ აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილს: "მხოლოდ მე-20 საუკუნის დამდეგიდან იწყება შოთას უკვდავი ქმნილების დინჯი და გაღრმავებული შესწავლა. პროფ. ნიკო მარიდან მოყოლებული თანამედროვე ხანამდე ეს მუშაობა არ შეწყვეტილა. "ვეფხისტყაოსნის" გენიოსი ავტორის მსოფლმხედველობისა, მიზნისა და პოეტური მრწამსის შესახებ პირველი მშვენივრად დაწერილი მონოგრაფია აკად. ნ. მარის კალამს ეკუთვნის. მისმა ამ გამოკვლევამ "ვეფხისტყაოსნის" შესწავლის ახალი ხანა შექმნა, ხოლო მსოფლიო ლიტერატურასთან პარალელების წამოყენებამ შოთა რუსთაველის მნიშვნელობის წინანდელი ვიწრო, მხოლოდ საქართველოთი შემოფარგლული, საზღვრები გადაულახა და ცხადჰყო ის ადგილი, რომელიც ქართველი მგოსნის უკვდავ ქმნილებას კაცობრიობის პოეტური და გონებრივი კულტურის ისტორიაში ეკუთვნის".

1910 წელს პეტერბურგში გამოდის ნიკო მარის წიგნი, რომლის სათაურია: "შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" შესავლისა და დაბოლოების სტროფები, ქართული ტექსტი , რუსული თარგმანი განმარტებებით და ეტიუდით: "ქალის კულტი და რაინდობა პოემაში".

 "ეს მშვენიერი გამოკვლევა გადაუჭარ­ბებლივ უნდა "ვეფხისტყაოსნის" უკვდავი მგოსნის სულისკვეთებისა და მსოფლმხედველობის საუკეთესო გამომჟღავნებლად იქნეს მიჩნეული" (ივ. ჯავახიშვილი).

ნიკო მარის საენათმეცნიერო ნააზრევში ცენტრალური ადგილი უჭირავს საკუთრივ ქართული ენის გრამატიკული აგებულების შესწავლას _ პირველი მეცნიერული გრამატიკა ქართული ენისა ეკუთვნის ნიკო მარს. 1908 წელს გამოდის მარის წიგნი "ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები", რომლშიც მოცემულია ტაბულები: ბგერათკლასიფიკაციისა, ბრუნებისა(არსებითი სახელები, ნაცვალსახელები), უღვლილებისა.

ნიკო მარის კალამს ეკუთვნის ახალი ქართული ენის გრამატიკის სახელძღვანლოც, რომელიც გამოცემულია ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის მიერ, როგორც სავალდებულო წიგნი ქართული ენის პრაქტიკული კურსის მსმენელთათვის. ივანე ჯავხიშვილთან ერთად ჩვენც ვიტყვით, რომ "აქ ყველაფერი ნ.მარისათვის ისეთი ჩვეულებრივი ნიჭითა და მჭერმეტყველებით არის ნათქვამი, რომ არაფრის დამატება არ არის საჭირო, მაგრამ ამის შემდგომ ქართული ენის ნამდვილი რაობის შესახებ მსჯელობის გაგრძელებაც, ვგონებ, სრულებით ზედმეტი იქნებოდა".

 ნიკო მარი არაერთგან ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქართული ენა მსოფლიოში ერთი უმდიდრესი ენათაგანია, რომ ქართული თავისი შინაგანი თვისებებით მსოფლიო ენაა.

 მოვუსმინოთ თვით მარს: "ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რა გინდა რა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე რუსეთის ან დასავლეთ ევროპისა, რომ არათუ ქართულმა სავსებით გამოთქვას, არამედ მხატვრობით ყალიბში ვერ ჩამოისხას. ქართული ენა , მეტადრე ცოცხალი ქართული ენა უფრო მხატვრულად ხორცს ასხამს ყოველ აზრს და არა დახსნილ-დაქსაქსულად აგვიწერს და არა ზოგად ცნებებზე მხოლოდ გადაიღებს საჭირო აზრს. ასე მდიდარია ქართული, შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებები მსოფლიურია".

 1911 წელს მარი სიამოვნებით აღნიშნავდა: "ბერლინში მსოფლიოდ ცნობილმა ჰარნაკმა პირადად მითხრა განმეორებით, რომ დარწმუნებული იყავით, ჩვენ დავაფუძნებთ ქართული ენის კათედრასო. ოქსფორდში უკვე დაფუნძდა ქართული ენის კათედრა". მაგრამ ეს არ კმარაო,დასძენდა მეცნიერი: "ეგ მეცნიერული ინტერესის მეტად მცირე გამოჩენა გახლავს შედარებით იმ დიად მნიშვნელობასთან, რომელიც აქვს ქართულ ენას მეცნიერებისათვის". პარიზსა და ბერლინში ქართველ სტუდენტებთან წაკითხულ ლექციებში მარი ამბობდა: " დარწმუნებული ვარ, მარჯორი უორდროპის ფონდი ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც ამერიკელი რობერტ ბლეიკი,ჩემი მოწაფე, მიწვეულია ძველი ქართული ლიტერატურის კურსის წასაკითხად მაისში (ამ დღეებში), თავის ნაყოფს გამოიღებს; უნაყოფოდ არ დარჩება არც ვენაში დაფუძნებული მეაღმოსავლეთ სამკვლევო ინსტიტუტი, სადაც ქართულის შესწავლაში გართულნი არიან და განსაკუთრებით ლურსმულ წარწერათა უძველესი ენების ასახსნელად გატაცებით ეტანებიან საზოგადოდ კავკასიურ ენებს".

ევროპასა და ამერიკაში ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას და ამასთან დაკაშირებით, ქართული ენის კათედრების გახსნის აუცილებლობაზე ნიკო მარი მგზნებარე შემართებით, შეუპოვრობითა და ცხარე ტონით ქადაგებდა თავის სამეცნიერო ნაშრომებში, პარიზში, ბელინში თუ სხვა ქალაქებში წაკითხულ ლექციებში, საერთაშორისო კონგრესებსა და ყრილობებზე. როცა ერთ-ერთ მსოფლიო კონგრესზე მარმა განაცხადა, რომ დროა უცხოეთის უნივერსიტეტებში ისწავლებოდეს და იკვლეოდეს საინტერესო და მდიდარი აგებულების კულტურული ენა _ ქართულიო, დიდმა ფრანგმა ლინგვისტმა, საერთაშორისო ავტორიტეტმა პროფ. ან. მეიემ მომხსენებელს რეპლიკა მისცა _ თქვენ ცოტა აზვიადებთ ქართული ენის მნიშვნელობას, რაკიღა თვითონ ქართველი ბრძანდებითო. მარის პასუხი ასეთი იყო: მე ვლაპარაკობ ქართულის დიდ მნიშვნელობაზე არა იმიტომ, რომ წარმოშობით ქართველი ვარ, არამედ თავად ქართული ენა არის თავისი შინაგანი თვისებებით მსოფლიური".

"ქართულს,.. ჩემთვის ყოველ ეჭვგარეშეა, ფრიადი პატივისცემა და ჩვენთვის ახლა წარმოუდგენელი დიდება მოელის მეცნიერებაში. მაშინ , მე მწამს, მოზარდ თაობას, პაწაწინა და მოზრდილ ქართველ ვაჟებსა და ქალებს მათი სამშობლოს მოტრფიალე დედები, მამები და ბიძები მეტის გულწრფელობით ნამდვილი გულის სიღრმიდან ეტყვიან: "პატივი ეც დედაენასა შენსა", თან უფრო გამარჯვებული ჩაგონებით ზე დასძენენ: "და ისწავლიდე მას და ყოველთა მისთა მეცნიერულად და კეთილი გეყოს შენ".

"ადამიანი კვდება ინდივიდუალურად სომატური სიკვდილით, მაგრამ არ კვდება საზოგადოებრივად; თავისი ქცევითა შემოქმედებით ის გადადის ცოცხალ გარემოში _ საზოგადოებრიობაში და განაგრძობს სიცოცხლეს მათში, ვინც ცოცხალი რჩება, თუ მართლაც ჭეშმარტად ცოცხლობდა სიცოცხლეში და არ მიემგვანებოდა მკვდარს, ცოცხალი კოლექტივი მკვდრეთით აღადგენს გარდაცვალებულთ", _ წერდა ნიკო მარი.

ამონარიდი შოთა ძიძიგურის წიგნიდან "ნიკო მარი _ქართული კულტურის მკვლევარი"

("საქართველოს მეცნიერებათა აკადემია", 1965 წ)

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026

რა ქონებას ფლობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით ბაქრაძე

ირაკლი ღარიბაშვილი ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო