"საქართველოს ამ წუთის მდგომარეობით ყავს ისეთივე ლეგიტიმური, ისეთივე უფლებამოსილი, ისეთივე ნდობით აღჭურვილი მთავრობა, როგორიც ყავდა ორი დღის წინ, ორი თვის წინ, ერთი წლის წინ და ა.შ.მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირი ნაკლული, ნახევრად უფლებამოსილი, უუფლებო მთავრობის არსებობას. მოქმედი მთავრობა აღარ არის უფლებამოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შექმნილია ახალი მთავრობა," _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მთავრობის უფლებამოსილებასა და განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის შესახებ კომენტირებისას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved