გარემოსა და ბუნებრივი დაცვის ახალ მინისტრ გიგლა აგულაშვილს, რომელიც ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი იყო, ბოლო დეკლარაცია გასული წლის 17 დეკემბერს აქვს შევსებული.
დეკლარაციის თანახმად, ის წავკისში 1 000.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს. თბილისში კი 83.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს, 30.00 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს, 49.91 კვ.მ და 254.55 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელი ფართს. აგულაშვილს საგარეჯოში აქვს 4402.00 კვ. მ და 880.26 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ის Mitsubishi Pajero Io -ს მფლობელია.
ახალ მინისტრს, თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 191.26 ლარი ერიცხება, თიბისი ბანკის ვიზა კლასიკზე 1 160.67 დოლარი, ბანკი ქართუს ვიზა პლატინუმზე კი 7 116.46 ლარი. აგულაშვილს ნაღდი ფულის სახით 5 000.00 დოლარი აქვს.
გრაფაში, რომელიც ხელშეკრულებას შეეხება და აღემატება 3 000 ლარს, აღნიშნულია რომ გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრობის კანდიდატს, 17 600.00 ლარიანი იპოთეკის ხელშეკრულება აქვს დადებული, სადაც გასავალმა 3 480.00 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის გასავლის გრაფაში მითითებულია, რომ აგულაშვილმა შვილების სწავლის საფასურის სახით 19 000.00 და 3 500.00 ლარი გადაიხადა. ავიაბილეთში 1 260.00 დოლარი, სასოფლო სამეურნეო მიწის დამუშავებებისთვის კი 8 000.00 ლარი.
რაც შეეხება შემოსავალს, აგულაშვილს მითითებული აქვს, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მან 25 000.00 ლარი მიიღო.
სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, როცა ის საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პოზიციას იკავებდა, მიღებული აქვს 66 373.71 ლარი.