რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun“ სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
გერმანულმა ნაგაზმა ტომმა სასწრაფოში დარეკა და თავისი პატრონის სიცოცხლე იხსნა. ეს დაუჯერებელი შემთხვევა ქალაქ ბრაიტონში დაფიქსირდა.
სატელეფონო ზარის ჩანაწერში აშკარად ისმოდა ყეფა და წკმუტუნი. სასწრაფოს მორიგე ოპერატორმა რამდენჯერმე იკითხა, თუ ვინ იყო ხაზზე და რა სახის დახმარებას ითხოვდა.
„სალამი, გესმით ჩემი? შეგიძლიათ გადასცეთ ყურმილი ვინმეს, პრობლემის აღწერას ვინ მოახერხებს?“ – იმეორებდა ერთი და იგივე კითხვას ოპერატორი კრის სკოტი. პასუხად კი ისევ და ისევ ძაღლის ყეფა ისმოდა.
რადგან ზარი დაფიქსირდა, ექიმები შემთხვევის ადგილზე მაინც მივიდნენ და დროულად – ტომის პატრონს, ჯო სტალნაკერს გულის მწვავე შეტევა ჰქონდა.
„დაუჯერებელია! ადგილობრივი სასწრაფოს უხუცეს თანამშრომლებსაც კი ასეთი შემთხვევა არ ახსოვთ“ – განაცხადეს ბრაიტონელმა ექიმებმა.
ბატონი ჯო სტალნაკერი ამჟამად თავს კარგად გრძნობს, გერმანული ნაგაზი ტომი კი დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ეროვნული გმირი გახდა.