"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს," _ ასე შეაფასა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სამთავრობო ცვლილებები.
_ ვსვამ კითხვას _ რა სიხშირით უნდ ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს? ამ რთული ვითარების ფონზე მინდა მივცე შესაძლებლობა, როგორც პრემიერს, ისე პარლამენტს, უფრო მშვიდ ვითარებაში განახორციელონ კონსულტაციები, _ განაცხადა მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
მარგველაშვილის თქმით, დოკუმენტს ხელს არ მოაწერს:
_ ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე, _ განაცხადა პრეზიდენტმა.