ჩეხეთის ქალაქ ჩესკა-ლიპას მოსწავლეებმა ინტერნეტში თავიანთი მასწავლებლის პორნო-გადაღებებში მონაწილეობის ვიდეო იპოვეს. როგორც ჩეხური გამოცემა „iDNES“-ი იტყობინება, 35 წლის მასწავლებელი, რომლის გვარიც არ ხმაურდება, პორნო გადაღებებში საგანმანათლებო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა.
სკანდალი მას შემდეგ გახმაურდა, რაც პორნო ვიდეო-რგოლის არსებობის შესახებ სკოლის მოსწავლეებისგან ერთ-ერთმა მშობელმა შეიტყო. მოსწავლის მშობელმა ფაქტის შესახებ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას აცნობა.
„iDNES“-ი აღნიშნავს, რომ ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული ვიდეო ე.წ. პორნო-კასტინგს წარმოადგენს. მასში სექსის გარდა მასწავლებლისა და კასტინგ-მენეჯერის საუბარიც არის ასახული. საუბრისას ქალბატონი აცხადებს, რომ მასწავლებლად მუშაობს ჩესკა-ლიპაში, აქვს ორი უმაღლესი განათლება, ზრდის ორ ბავშვს, მაგრამ ამასთან ერთად მარტო ცხოვრობს.
სკოლის დირექტორის პეტერ ჯონასის განცხადების თანახმად, სკანდალური ფაქტის გახმაურების შემდეგ სკოლის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა მასწავლებლის სკოლიდან დათხოვნის გადაწყვეტილება მიეღოთ და 30 აპრილს მასთან შრომითი ხელშეკრულება გაწყვიტეს.
„რა თქმა უნდა, ადამიანურად ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ის გავანთავისუფლოთ“ – აღნიშნა დირექტორმა.