"ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ძალიან სერიოზული მოთხოვნა და დაკვეთა, რომ ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები მოხდეს, ვინაიდან არსებულმა მართვის სტილმა, არაფორმალურმა ხელმძღვანელობამ, მთავრობის უნიათობამ, წარმოდგენილმა კაბინეტმა საქართველო და თითოეული ოჯახი შეიყვანა ძალიან ღრმა ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკური კრიზისში", _ ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმიტ, სრულიად ნათელია ისიც, რომ მთავრობა ცდილობს თავი აარიდოს ამ ცვლილებებს და პარლამენტში წარმოსადგენი კაბინეტი საკუთარი შემადგენლობით, პროგრამითა და ხედვით იმეორებს ყველაფერს იმას, რამაც ქვეყნის ვითარების გაუარესება გამოიწვია.
"აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივას, რომ არ მოხდეს მთავრობის წარმოდგენა ამ ფორმით, მითუმეტეს, ასეთი ნაჩქარევი, ქაოტური და გაუზარებელი გზით და მოხდეს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ვადის გამოყენება."