ესპანეთის ქალაქ ხიხონის ერთ-ერთი ბარის მზარეულს 48 წლით პატიმრობა მიესაჯა. ესპანური გამოცემა „La Vanguardia“-ის ინფორმაციით, ანდრეს აველინო წლების განმავლობაში თავისი კოლეგების მოწამლვას ახორციელებდა.
გამოძიების მასალების თანახმად, 57 წლის მამაკაცი 2005-2012 წლების პერიოდში სხვა მზარეულების საკვებში ურევდა პრეპარატებს, რომელიც ალკოჰოლური დამოკიდებულების განსკურნებლად გამოიყენება. ალკოჰოლთან ერთად მოხმარებისას პრეპარატი ადამიანში უკუჩვენებებს – გახშირებულ გულისცემას, ღებინებას, ტკივილს მკერდის არეში, სისუსტეს, თავბრუსხვევას იწვევდა.
გამოძიების ინფორმაციით, ამ გზით მზარეული დაწესებულების სხვა თანამშრომლებს თავიდან იცილებდა, რადგან მათ ცუდი მუშაობისთვის სამსახურიდან ათავისუფლებდნენ.
სულ დაზარალებულთა რაოდენობამ 19 ადამიანი შეადგენდა.
აველინო ქალაქის ერთ-ერთ აფთიაქში ფარმაცევტთან კარგი ურთიერთობით სარგებლობდა და პრეპარატს რეცეპტის გარეშე იძენდა. ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა, თუმცა აფთიაქის თანამშრომელმა დაადასტურა, რომ განსასჯელი 2013 წლამდე პრეპარატის შესაძენად აფთიაქს მუდმივად სტუმრობდა.
თავისუფლების აღკვეთის გარდა მამაკაცს დაზარალებულთათვის კომპენსაციის სახით 43 580 ევროს, გარდა ამისა ჯარიმის სახით 17 091 ევროს გადახდა დაეკისრა.