https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“2012-ში არსად წახვიდეთ _ სუპერთასის ფინალს თბილისში ჩამოგიტანთ!”

20:12; 8.12.2010
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გასულ კვირას, დილიდანვე, გურიის სამივე მუნიციპალიტეტი მოიარა, შეხვდა გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს, ხოლო დასკვნითი შეხვედრა ლანჩხუთში გამართა. გურული ვოიაჟი სფფ-ის თავკაცმა რეგიონული ფედერაციის ოფისში დაასრულა. მანამდე იგი ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონზეც მივიდა და “გურიის” მესვეურებს თითქმის ერთი საათი ესაუბრა. გრფფ-ის ოფისში შეხვედრა კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდა. პრეზიდენტი “ევგრაფი შევარდნაძეზე” გურიის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელთან კახა ებრალიძესთან ერთად მივიდა. ამ დროს იქ ბავშვთა საწვრთნელი ვარჯიში მიმდინარეობდა და სიჭინავამ გურულ ჭაბუკებს ბურთები გადასცა საჩუქრად. გურიის მთავარ არენაზე ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირებიც მივიდნენ სტუმართან შესახვედრად.
უპირველესად, პრეზიდენტს “გურიაში” არსებული მდგომარეობის შესახებ მოუთხრეს: “კლუბს ფინანსურად ძალიან უჭირთ, მაგრამ სწორი მენეჯმენტის წყალობით, დღეს მეოთხე ადგილზე ვართ. კახას (ებრალიძე. ავტ.) დამსახურებაა, რომ საფეხბურთო კუთხით ჩინებული ატმოსფეროა. ფეხბურთელებისთვის ჯერ თეთრიც არ მიგვიცია. ხომ არის საუბარი, რომ სახელმწიფო 7 მილიონს გამოყოფს ფეხბურთის განვითარებისთვის? ჩვენ ბევრი ვიანგარიშეთ და 300 ათასამდე უნდა მოგვიწიოს. ამ თანხით გუნდს უმაღლეს ლიგაში გადავიყვანთ,” _ აღნიშნა ლანჩხუთის გამგებელმა, გიორგი გოგუაძემ.
მას პასუხი ზვიად სიჭინავამ იქვე გასცა: “არა, ეს მცდარი ინფორმაციაა. უფრო ზუსტად, არასწორად გაიგეთ. სახელმწიფოს მიერ მოცემული თანხა მოხმარდება თემურ ქეცბაიას ხელფასს, სხვადასხვა ნაკრებში დასაქმებულ პერსონალს, ნაკრების მგზავრობის ხარჯებს და ა. შ. რაც შეეხება კლუბებს, უმაღლეს ლიგაში ვცდილობთ, მოვუძებნოთ მეპატრონე, ხოლო პირველ ლიგასა და რეგიონულ ლიგებში გუნდები ადგილობრივი ბიუჯეტის დახმარებით უნდა არსებობდნენ”.
ამასთან დაკავშირებით, ლანჩხუთელმა ხელისუფლებმა სტუმარს უთხრეს, რომ ამ მხრივ არ არსებობს არანაირი ვალდებულება, რაც პრობლემებს უქმნით _ ამის გამო, შესაძლოა პასუხი მოგვთხოვონო. “ეს პრობლემა მოგვარდება, ამ საკითხზე მთავრობასთან მოლაპარაკება გვაქვს. მუნიციპალიტეტს უფლება ექნება, დააფინანსოს კლუბი, მაქსიმუმ, 300 ათასი ლარით. თავის დროზე, ჩემმა წინამორბედმა გადაწყვეტილება მიიღო, სახელმწიფო ჩამოშორებოდა ფეხბურთს და ბიუჯეტიდან კლუბების დაფინანსება აკრძალულიყო. აღნიშნული განკარგულება გავაუქმე (?!) _ სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ქართული ფეხბურთი ვერ განვითარდება,” _ აღნიშნა სიჭინავამ.
ლანჩხუთის გამგებელმა პრეზიდენტს მაინც სთხოვა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფ კლუბს ვერ დავაფინანსებთ და დაგვეხმარეთ, რომ სეზონი მუნიციპალურმა კლუბმა გააგრძელოსო. ამაზე ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელმა უპასუხა, წინადადება აღმასკომზე შემოიტანეთ, ჩემი ერთი ხმა და მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთო.
სფფ-ის ბოსი ლანჩხუთელებს დაპირდა, რომ 5 000 ინდივიდუალურ სკამს გადასცემს ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონს. “როგორც ვხედავ, აღმოსავლეთის ტრიბუნა ნორმალურია. კარგად მახსოვს, როცა ეს ტრიბუნები ივსებოდა, მაშინ მეც ჩამოვდიოდი ხოლმე ზუგდიდიდან. მთელი დასავლეთ საქართველო აქ ჩამოდიოდა. ახლა ნამდვილად არ არის საჭირო ამხელა სტადიონი. “ლოკომოტივის” სტადიონის რეკონსტრუქციას უეფა გვიკეთებს და იქ 30 ათასი მაღალი ხარისხის სკამი გვაქვს, რომლებიც გვინდა 5-6 სტადიონზე გავანაწილოთ, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცას ტყუილად 10-12 ათასი მივცეთ. თქვენთან 3 ათასი საკმარისი იქნება, ხომ ასეა? 5 ათასი? კარგი, ბატონო, ასე იყოს! სახელმწიფო პროგრამით 10 სტადიონის გაკეთება იგეგმება; აქედან 5 _ პირველ ლიგაში მოასპარეზე კლუბის. მათ შორის იქნება ლანჩხუთის არენაც,” _ განაცხადა სიჭინავამ.
ამის შემდეგ, სტუმარს ლანჩხუთის გამგებელმა, გია გოგუაძემ უთხრა, რომ სერიოზული საფეხბურთო სკოლის ჩამოყალიბებას გეგმავენ და ამაში ფეხბურთის ფედერაციის დახმარებას ითხოვენ. “არ არის პრობლემა, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით! ერთი რამ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ლიცენზირებული სკოლების გარდა, ჩვენი ეგიდით შეჯიბრებში ვერავინ მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ გვექნება ვარსკვლავების პრინციპი _ ერთვარსკვლავიან სკოლაში სავალდებულოა მინიმუმ ერთი მოედანი, 2 გასახდელი, მინიმუმ 6 ტუალეტი და 12 საშხაპე. სკოლას უნდა ჰყავდეს ექიმი; ორვარსკვლავიანის შემთხვევაში, რაიმე განსაკუთრებულ ფუფუნებას და ევროგასახდელებს არ ვითხოვთ, უბრალოდ, დაემატება ერთი სტადიონი, გასახდელი, ექიმის ნაცვლად უკვე პატარა სამედიცინო პუნქტია საჭირო. 4-5-ვარსკვლავიანი სკოლა საქართველოში ნაკლებად გვექნება. “ბაიას” სკოლა? ალბათ, 3 ვარსკვლავის მიღებაც გაუჭირდება!”
ზვიად სიჭინავამ ბავშვთა ფეხბურთში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა: “დღეს მშობელმა ბავშვი რომ მწვრთნელთან მიიყვანოს, მამალი მიჰყავს და ამ საახალწლოდ ზოგს იმდენი მამალი დაუგროვდა… ეს უნდა დამთავრდეს. უნდა შეიქმნას ნორმალური სკოლები. ახლა ჩვენ ჭაბუკთა შერჩევებს ვატარებთ და აშკარად გამოჩნდა, რომ რეგიონების წარმომადგენლებმა უკეთ წარმოაჩინეს თავი. ჩემი თხოვნაა, რომ თითოეულ მოზარდს მინიმუმ 45 წუთის მანძილზე დააკვირდნენ, შესაძლოა, მეორე ტაიმიც ათამაშონ და თუ საორჭოფო სიტუაცია იქნება, მესამე ტაიმიც მისცენ. აბა ის რა იყო, ამ რამდენიმე წლის წინ ცანკერმა რომ ჩაატარა შერჩევა?! მაშინ აქ, ლანჩხუთში მოუყარეს თავი დასავლეთ საქართველოს ქალაქების წარმომადგენლებს. იმ დროს “ბაიას” ვპატრონობდი და 120 მოზარდი ჩამოვიყვანეთ. ცანკერი გვეუბნებოდა ყოველ 2-3 წუთში _ ეს გამოიყვანეთ, ის შეიყვანეთ, ახლა ეს და ა. შ. ამას შედეგი რომ არ ექნებოდა, ფაქტია”.
გურული ფეხბურთის მესვეურებმა სიჭინავას გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზეც ჩამოუგდეს სიტყვა. “იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ, ნუთუ არავის უნდა “გურია” და გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა? არა გვგონია, თუ ბაზას მივცემთ, ინვესტორმა უარი თქვას,” _ აღნიშნა “გურიის” ექს-პრეზიდენტმა, ზაურ ფირცხალაიშვილმა. მას სიჭინავამ უთხრა, რომ ბაზა ეკონომიკის სამინისტროს სახელზეა და ახლა იქ ნაკრების საწვრთნელი კომპლექსის მშენებლობა სურს. მანამდე, ქართული ფეხბურთის მესაჭეს გამგებელმა შეახსენა, ქუთაისში სტადიონის გახსნაზე პრეზიდენტმა ხომ გითხრათ, ამის შემდეგ გრიგოლეთის ბაზა უნდა გაკეთდესო? “გრიგოლეთში ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს, უნდა მოვაწყოთ ეს კომპლექსი სანაკრებო წვრთნებისთვის. სავარაუდოდ, მას გურიის რეგიონულ ფედერაციას გადავცემთ. რა თქმა უნდა, ბაზას “გურია” გამოიყენებს, ჩვენ ნაკრებისთვის წელიწადში სულ რაღაც 3-4 კვირა დაგვჭირდება, სავარაუდოდ,” _ სიჭინავას ამ წინადადებას ლანჩხუთელები მიესალმნენ _ ბოლოსდაბოლოს, ბაზა ლანჩხუთში ხომ დარჩება და ვერავინ წაიღებსო!
სიჭინავამ ის დრო გაიხსენა, როცა თურმე, ბაზის შეძენა მას “ბაიასთვის” სურდა. “არ თქვათ, რომ არავინ დაინტერესებულა გრიგოლეთის ბაზით. გეტყვით კონკრეტულ ფაქტს: წლების წინ, ბაზის ყიდვა პირადად მსურდა, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს, ლამის ერთი წელი ვცდილობდი შეთანხმებას, მაგრამ “გურიასაც” უნდა უპატრონოო!”.
სხვა ვარიანტი ლანჩხუთში არც არასდროს განიხილებოდა და როცა ეს ფედერაციის თავკაცს მოახსენეს, მან შემდეგი ბრძანა: “რომ მეყიდა, რა _ ბაზას ზურგზე მოვიკიდებდი და ზუგდიდში წავიღებდი? ეს იგივეა, ავტობუსებს რომ იყიდის ადამიანი და მასზე მძღოლს არ დასვამს!”. ეს ერთადერთი ფრაზა იყო, რომელშიც სიჭინავას მასპინძლები არ დაეთანხმნენ _ გრიგოლეთის ბაზა “გურიისთვის” არის მნიშვნელოვანი, თორემ ზღვისპირეთში ასე ნაკვეთი საკმაოდ ბევრია და სურვილის შემთხვევაში, ყიდვა შეიძლება. “არა, სანამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ, მაგაზე აღარ ვფიქრობ. ახლა ჩემი მიზანი იმ წინადადებების მოსმენაა, რომელიც ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის იქნება მნიშვნელოვანი,” _ განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
ლანჩხუთის მთავარი არენიდან სტუმარი რეგიონული ფედერაციის ოფისში მივიდა. ბატონი ზვიადი ოფისში პირველად იყო და აშკარად ეტყობოდა, კმაყოფილი ჩანდა. ის, რომ გრფფ-ს ქალაქის ცენტრში საკუთარი და კეთილმოწყობილი ოფისი აქვს, სწორედ ფედერაციის თავკაცის დამსახურებაა. “ეს რა არის, ინვენტარი კიდევ მოითხოვე და გამოგატანთ,” _ უთხრა აშკარად კმაყოფილმა სტუმარმა გრფფ-ის თავკაცს კახა ებრალიძეს. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა თავის უშუალო ხელმძღვანელს უთხრა, რომ აპირებს ოფისის კედლებზე გურული ფეხბურთის ამაგდარი ადამიანების ფოტოების გამოფენას. გამგებელმა გია გოგუაძემ კი აღნიშნა, რომ კარგი იქნება ლანჩხუთის სპორტის მუზეუმი ფედერაციის ოფისის გვერდით თუ დაფუძნდებაო.
გურულებმა სიჭინავას დახმარება ლიგის ფინალის ბილეთების შოვნაში თხოვეს, რაზეც პრეზიდენტის თანხმობა მიიღეს _ “2011 წელი პოლიტიკურად გადატვირთული არ არის, წელს არჩევნები გვქონდა. თუ დაგვეხმარებით, კარგი იქნება” _ უთხრეს სფფ-ის ბოსს. “არანაირი პრობლემა არ არის, ლიგის ფინალი იქნება, მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატი.  2012-ში, გირჩევთ, არსად წახვიდეთ _ სუპერთასის ფინალს თბილისში ჩამოგიტანთ,” _  დაგვპირდა სიჭინავა.
რა თქმა უნდა, მას დეტალების დაზუსტება ვთხოვეთ, მაგრამ ევროპის სუპერთასის თბილისში შესაძლო ჩატარებაზე მან მეტი კომენტარის გაკეთება და დაკონკრეტება აღარ ისურვა. კულუარული ინფორმაციით, თუ პლატინი უეფას პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს, რისი ალბათობაც დიდია და მისი მხარდაჭერა ზვიად სიჭინავამ უკვე ღიად დააფიქსირა, სწორედ მაშინ განიხილება სუპერთასის მატჩის თბილისში გამართვის შესაძლებლობა. სავარაუდოდ, ქართულ მხარეს ამ საკითხში სიტყვას “ვიტესის” ქართველი მეპატრონე და პლატინის მეგობარი მერაბ ჟორდანიაც შეაწევს. მართალია, თბილისში სტუმრად მყოფმა უეფას პრეზიდენტმა ქალაქის მერს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს 2500 ადგილი მოსთხოვა, მაგრამ როგორც ჩანს, სუპერთასზე ლიგის ფინალთან შედარებით ნაკლები მოთხოვნებია; პირობების ნაწილს თბილისი შეასრულებს, თავის მხრივ დათმობაზე პლატინიც წავა და არ არის გამორიცხული, რუსეთისთვის მსოფლიო პირველობის მასპინძლობის პარალელურად, თბილისს ევროფინალი მართლაც მისცენ (სიჭინავაც ომახიან დაპირებას მთლად ჰაერზე ვერ გასცემდა). წინა არჩევნების მსგავსად, პლატინის ხომ ყოფილი საბჭოთა სივრცის 15 ხმა ჰაერივით სჭირდება!
ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით და სფფ-ის პრეზიდენტს შეხვედრის დასრულებისთანავე რამდენიმე კითხვა დავუსვით:
_ ბატონო ზვიად, თქვენი გურიაში ვიზიტის მიზანი რა არის?
_ მხოლოდ გურია არაფერ შუაშია, ჩვენ რეგიონებში დავდივართ, რათა სახელმწიფოს მივაწოდოთ ის პრობლემები, რომელთა ერთობლივი ძალებით გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესია რეგიონებისთვის, შესაბამისად, ქართული ფეხბურთისთვის. ახლა ჩვენ ჭაბუკთა შერჩევებს ვაწარმოებთ და რეგიონებიდან ჩამოსულების უპირატესობა აშკარაა. ქართულმა ფეხბურთმა ეს უნდა გამოიყენოს.
_ დღეს თქვენ “დინამოს” ახალ მფლობელზე გაკვრით ისაუბრეთ, თქვით, რომ ორშაბათიდან კლუბს მეპატრონე ეყოლება. ხომ ვერ დაგვიკონკრეტებთ, ვისზეა საუბარი?
_ ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან როცა ასეთი რაღაცეები ვთქვით, ცუდად დავცადეთ.
_ ბატონო ზვიად, სპორტულ მედიაში ლევან ყიფიანის ინტერვიუს გაეცნობოდით. იგი გადანაშაულებთ, რომ პროფლიგა ფინანსური მოსაზრებით დაშალეთ _ რაც სახელმწიფომ უმაღლესლიგელების დაფინანსება გადაწყვიტა, ფედერაციამ პფლ-ის ფუნქცია ამიტომ შეითავსაო…
_ ვინ არის ლევან ყიფიანი? არ ვიცი…
_ “ჩვენი ფეხბურთის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
_ არ ვიცი ასეთი არავინ, ვინ არის საერთოდ ლევან ყიფიანი?! (რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა იცის ყიფიანი, მაგრამ ამას ირონიულად ამბობს ._ ავტ.).
_ ბატონო ზვიად, დღეს თქვენ განაცხადეთ, რომ სახელმწიფო დაფინანსება, უკვე გაჟღერებულ 7 მილიონს ვგულისხმობ, არა კლუბებს, არამედ ძირითადად ნაკრებებს შეეხება, მაგრამ ოპონენტები პფლ-ის უფლებამოსილების შეთავსების სხვა საფუძველსაც “ხედავენ” _ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებს…
_ (ეღიმება) რა არჩევნები, კაცო… სად არის არჩევნები?
_ ისე, თქვენ მონაწილეობას აპირებთ?
_ არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია და ვერაფერს გეტყვით.
_ როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები, სავარაუდოდ, მაისში?
_ არა, ასე განსაზღვრული არ არის! ჩვენ გვაქვს უფლება 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე, ნებისმიერ დროს ჩავატაროთ!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

დავით კვირკველია ლანჩხუთში ნადირობს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6.12.2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6.12.2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6.12.2025
პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6.12.2025
მსოფლიო

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

13:46; 6.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6.12.2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6.12.2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6.12.2025
საზოგადოება

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:29; 6.12.2025
საზოგადოება

2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო – კობახიძე

9:59; 6.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო