R&B-ის ლეგენდა ბენ ე კინგი 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
BBC-ის ინფორმაციით, კინდი გუშინ გარდაიცვალა.
ცნობისთვის, კინგის კარიერა 1950 წლის ბოლოს The Drifters-ში დაიწყო. შემდეგ სოლო კარიერა გააგრძელა და 1962 წელს აშშ-ს ტოპ ხუთეულში მოხვდა სიმღერით Stand By Me. ის 1980 წელს დაბრუნდა ლიდერ პოზიციებზე, როდესაც ამავე სახელობის ფილმში გამოიყენეს.
1999 წელს კვლევებმა ცხადყო, რომ კინგის მიერ დაწერილი სიმღერა ჯერი ლიბერთან და მიკ სტოლერთან ერთად ყველაზე მეტად მოთხოვნადი იყო მე-20 საუკუნის ამერიკის რადიო და ტელე სივრცეში.
ამ წლის დასაწყისში აშშ-ს ბიბლიოთეკის კონგრესის წევრებმა ის დაამატეს ეროვნული ჩანაწერების კრებულს და თქვეს: "კინგის მხურვალე ხმამ შექმნა კლასიკა".
საქვეყნოდ გამოჩენილი არტისტის გარდაცვალების შესახებ მსოფლიოს BBC-ის პუბლიცისტმა ფილ ბრაუნმა ამცნო.
"კინგი იყო ჯენტლმენი, უნიჭიერესი და უკეთილშობილესი სულით დაჯილდოებული და მე მქონდა ბედნიერება 50 წლის მანძილზე დამეძახა მისთვის მეგობარი. დიდი მადლობა ბენ მეგობრობისთვის და იმ მემკვიდრეობისთვის რაც დაგვიტოვე", _ დაწერა facebook-ის გვერდზე მუსიკის მიმდევარმა.