(გურია ნიუსი) _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 997 ბავშვი დაიბადა და 377 ქორწინება დარეგისტრირდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 79 ქორწინება გატარდა რეგისტრაციაში და 157 პატარა დაიბადა. რაც შეეხება ლანჩხუთს, სამოქალაქო რეესტრის ლანჩხუთის სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც საჯარო ინფორმაციის წესით გვქონდა გამოთხოვილი ვერ მოგვაწოდა დროის უქონლობის გამო(?!).