კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა მთავრობის დამტკიცების პროცედურულ საკითხებს განიხილავს.
სხდომას ასევე ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრები.