ცნობილი ქართველი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" "ეროვნული კინოცენტრის" ხელმძღვანელმა ნანა ჯანელიძემ დაუდასტურა. ჯანელიძის თქმით რეზო ჩხეიძე დღეს 22:00 საათზე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved