ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის დანიშნა ორ გარემოებას უსვამს ხაზს:
_ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობა ძალიან კარგი პრეცენდენტია ძალიან ბევრი მნიშვნელობით, ის რომ ქალბატონია და ევროპაში ამის პრეცენდენტები უკვე არის. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა ამ კუთხით, ჩვენს ისტორიასაც თუ გადავხედავთ, დაწყებული თამარ მეფიდან, ეს კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ჩვენ ევროპულობას, რომ ჩვენს ძველ ოჯახში დაბრუნებას ვაპირებთ.
საინტერესო იყო ალბათ ეს გადანაცვლებები და რესპუბლიკელების მხრიდან ორი მინისტრის გამოჩენა მთავრობაში, ეს ხაზგასასმელია იმით, რომ კოალიციამ მოახერხა ის, რომ რესპუბლიკელები მყარად რჩებიან კოალიციის წევრებად და გამოიკვეთა, რომ კოალიცია ჯანსაღია და არჩევნებისთვის მზაობა გააჩნიათ, _ განცხადა ივანიშივილმა გადაცემა "კვირის 20/30"-ში.