"მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი," – ამის შესახებ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
"ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და კაშკაშა მაგალითია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებების, ჩვენი ხელისუფლების დემოკრატიულობის, იმისი, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი, პირველ რიგში, ქართული ჯარისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ როგორც თავდაცვის მინისტრმა შევძლო ერთი მხრივ, ვემსახურო ქართველ ჯარისკაცებს და მეორე მხრივ, საქართველოს ყველაზე უფრო მთავარ და მნიშვნელოვან ინტერესებს, იყოს ქვეყანა დაცული, უსაფრთხო. ეს დაცულობა და უსაფრთხოება გადის ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებზე, სიძლიერეზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებზე და ამ მხრივ, მე ვფიქრობ, მე ძალიან ბევრს შევძლებ", – განაცხადა თინა ხიდაშელმა.