საქართველოს ტერიტორიაზე ღრუბლიანობა და ხანმოკლე წვიმები რამდენიმე დღე კიდევ გაგრძელდება.
ამის შესახებ "გურია ნიუსთან" საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოლოგიური დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ განაცხადა.
"ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოშიც ღამით უმეტეს, დღისით კი, ზოგიერთ რაიონში წვიმაა ნავარაუდევი.
ასევე, დასავლეთის ქარი 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება. თბილისშიც ღამით წვიმა, ხოლო დღისით უნალექო ამინდია მოსალოდნელი", _ განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.
მისივე თქმით, ხანმოკლე წვიმიანი ამინდები საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღე კიდევ გაგრძელდება.
"თუმცა, თბილისში 6-7 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი და დედაქალაქში ტემპერატურა 18-20 გრადუსს მიაღწევს", _ აღნიშნა ქოქოსაძემ.