ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირების მიზნით, თბოელექტორსადგურებმა სემეკ-ს მიმართეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომისიაში შემოსული წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე, შპს "მტკვარი ენერგეტიკასა" და შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.
სემეკ-ის ცნობით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თაობაზე კომისიაში წარმოსადგენი მოსაზრებების ბოლო ვადად 2015 წლის 29 მაისი განისაზღვრა. კომისიის დადგენილების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2015 წლის 10 სექტემბერი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფის კორექტირების თხოვნით აპრილში "ენერგო-პრო ჯორჯიამაც" მიმართა. ტარიფის საკითხი, 10 სექტემბრამდე უნდა გადაწყდეს.
ამავე თემაზე:
რეგიონებში დენის ტარიფი, შესაძლოა, გაძვირდეს
აჟიოტაჟის საფუძველი არ არის – კალაძე დენის ტარიფის შესაძლო გაძვირებაზე