(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 21 დეკემბრის #927 ბრძანების თანახმად, 2012 წელს, ოზურგეთის გამგეობას 75 200 ლარის ღირებულების ავტომანქანას შეუძენენ. ეს გადაწყვეტილება პრემიერმა, თურმე, იმიტომ მიიღო, რომ სოფლებში გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენა. აღნიშნული თანხა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved