ბრიტანელი ქალბატონების აზრით, ყველაზე ლამაზი ქეით მიდლტონია.
ცოტა ხნის წინ სპეციალური გამოკითხვა ინტერნეტ-მაღაზია „Feel Unique“-მა ჩაატარა.
გამოკითხულთა 30% უპირატესობას მიდლტონს ანიჭებს. მათი თქმით, ისინი სიამოვნებით შეიძენენ იმ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლითაც ქეითი სარგებლობს.
რეიტინგში მეორე ადგილი მოდელ ქეით მოსს ხვდა წილად. მესამეზე კი „მარად უბერებელი“ ვიქტორია ბექჰემი გავიდა.
„Feel Unique“-ის წარმომადგენელი ნიუბი ჰენდსი აცხადებს, რომ მიდლტონი და მოსი თანამედროვე ქალის ორი სახე გახლავთ.
პირველი ქეითი იდეალური ცოლის სახე და მისაბაძი მაგალითია, ხოლო მეორე ქეითი – წვეულებებისა და „როკენ-როლის“ სტილის ქალბატონი.