ევროკავშირის ელჩის საქართველოში იანოშ ჰერმანის განცხადებით, რაც უფრო წინ წაიწევს საქართველო ასოცირების შეთანხმების მიმართულებით, მით უფრო მეტი უფლება ექნება, დასვას შეკითხვა – როდის გახდება ევროკავშირის წევრი.
როგორც ევროკავშირის ელჩმა ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში მოხსენებით გამოსვლისას შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ერთ-ერთი შეკითხვას – თუ როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, ჰერმანმა ბერძნული სიბრძნით უპასუხა.
"არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე და ვფიქრობ, არც არავის აქვს ალბათ, ვინაიდან ჯერ არ წამოჭრილა ეს საკითხი.
ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ არა იმიტომ, რომ ევროკავშირის კარგად დისციპლინებული საჯარო მოხელე ვარ, არამედ იმიტომ ეს ჯერ ჰიპოთეტური საკითხია.
თქვენ გაქვთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და რაც უფრო წინ წაიწევთ ამ მიმართულებით, მით უფრო მეტი უფლება გექნებათ ამ შეკითხვის დასმის. ევროკავშირის წევრობას ბევრი წინაპირობა უძღვის წინ, რასაც ძალიან ბევრი დრო და ინტენსიური მუშაობა სჭირდება.
არ მიყვარს ჩინური სიბრძნეების ციტირება, თუმცა ჩინელები ამბობენ, რომ თუ გინდა ხიდზე გადახვიდე, ჯერ მდინარესთან უნდა მიხვიდე. შესაბამისად, ელჩის თქმით, ეს სავარაუდოდ, ერთი თაობის საკითხია", – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.