"გიორგობას ვულოცავ სამშობლოს ყველა მცველის ოჯახებს და მთელ საქართველოს.
დღეს, 6 მაისს, გიორგობას, მამაჩემის, მამია ალასანიას დაბადების დღეა. ის 1993 წელს ჭუბერის გზით ჩემთან ერთად არ წამოვიდა, დარჩა სოხუმის ერთ-ერთ უკანასკნელ მცველად. ბევრი წლის მერე, გადმოსვენების შესაძლებლობა რომ გაჩნდა, ვიგრძენი, ხელი არ უნდა მეხლო. ის ჯერ კიდევ იქ უნდა იყოს ოკუპირებული ქალაქის მცველად. დღე არ გასულა, რომ მისგან გამხნევება და სიმტკიცე არ მეგრძნო. მეამაყება რომ მისი სისხლი და ხორცი ვარ",- წერს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია.