დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზაზა გობრონიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „კოალიცია ქართული ოცნება _ ეროვნული ფორუმის“ გაუქმების შესახებ, რაზეც დეპუტატმა ეროდი გორდელაძემ ისაუბრა.
„უმრავლესობისთვის ცნობილია, რომ დეპუტატი ზაზა გობრონიძე დაინიშნა შსს-ს ორგანოებში. მან წინასწარ მოგვმართა განცხადებით და შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება. ადგილმონაცვლის მიღება მომდევნო სხდომამდე ვერ მოხდება. ზაზა გობრონიძის გასვლამ გამოიწვია ის, რომ ფრაქციაში დარჩა ორი წევრი, რაც არ შეიძლება. ამიტომ მოვამზადეთ წერილი, საკრებულოს ფრაქცია „კოალიცია ქართული ოცნება _ ეროვნული ფორუმის გაუქმების შესახებ,“ _ თქვა ეროდი გორდელაძემ.
საკრებულოს დეპუტატებმა კენჭი უყარეს აღნიშნული ფრაქციის უფლებამოსილების შეწყვეტას.