კალენდულა _ როგორც ბაღის ყვავილი, უძველესი დროიდან მოდის. სულ რამდენიმე ცალი თესლია საკმარისი იმისათვის, რომ 10 კვირის შემდეგ, ლამაზი ყვავილებით დახუნძლულმა პატარა ბუჩქმა დაგიმშვენოთ ბაღი. მცენარე რომ გაიბუჩქოს, საკმარისია წააწყვიტოთ ზევითა ახალგაზრდა ღეროები.
კალენდულა სამკურნალო მცენარეა. მის სამკურნალო თვისებებზე სხვა სტატიაში ვისაუბრებთ. მისი ყვავილები ძალიან მრავალფეროვანია: ყვითელი, ნარინჯისფერი, მოწითალო. ჰგავს ქრიზანთემას. ასევე, არსებობს პასტელური ტონის კალენდულაც _ კრემისფერი, გარგლისფერი. ადგილსა და ნიადაგს კალენდულასათვის სპეციალური შერჩევა არ სჭირდება _ ძალიან უპრეტენზიო ყვავილია, ყველანაირი ბაღის მიწაზე მშვენივრად ხარობს, მორწყვა ზომიერად სჭირდება, ხარობს მზიან და ნახევრად ჩრდილიან ადგილზე. სიმაღლე 25-60 სმ-ია. ირგვება 20-30 სმ-ის დაშორებით ერთმანეთისგან. ყვავის ივნისის ბოლოდან გვიან შემოდგომამდე.
ითესება მარტ-აპრილში ან შემოდგომაზე _ სექტემბერ-ოქტომბერში. ძალიან სიცოცხლისუნარიანი ყვავილია, სჯობია დათესოთ მუდმივად ერთ ადგილზე.