"ხელს ვერ დაგიქნევთ და ვცდილობ ხმა მოგაწვდინოთ", – ამ სიტყვებით გააწყვეტინა გამოსვლა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
"დაახლოებით, 40 წუთია გისმენთ. ხელს უკნიდან ვერ დაგიქნევთ და ვცდილობ ხმა მოგაწვდინოთ. იქნებ დავასრულოთ გამოსვლა", _ აღნიშნა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენს. გამოსვლა რეპლიკების ფონზე მიმდინარეობს.
ღარიბაშვილი უმცირესობის წარმომადგენლებს მთავრობის მიერ შესრულებულ ანგარიშს აცნობს.
სხდომას მთავრობის წევრებიც ესწრებიან.