საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით კომპანია "დაგი"-ს ვანო მერაბიშვილის სახლის მშენებლობა დაავალდებულეს.
"ამ კომპანიამ მილიონ 200 ათასი ლარი უკვე გადაიხადა. მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, შექმნილია სპეციალური კომისია. ჩვენ ამ კომპანიას ვუბრუნებთ ამ თანხას. მერაბიშვილის ახირების გამო სახელმწიფო ზარალდება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გამოძიების საგანი. ამით ჩემი აზრით უნდა დაინტერესდეს შესაბამისი უწყებები. როგორ მოხდა, რომ კომპანია დაავალდებულეს და ახალ სახლს აშენებინებდნენ წყნეთის აგარაკებზე. იმით სარგებლობენ, მაგალითად დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და კიდევ სხვები. ამაზე ინფორმაცია არსებობს და შეგიძლიათ გამოითხოვთ", – განაცხადა ირაკლი რარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
პრემიერის ინფორმაციით, წყნეთის აგარაკებიდან ერთ-ერთი პირველი პრეზიდენტის ქვრივს, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას საკუთრებაში გადაეცა.