"ბიჭია, ბიჭიიიიი…… დავამტკიცეთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობააა! 87 მომხრე 124-დან" _ ამ პოსტით ახარა მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება "ფეისბუქის" სამეგობროს უმრავლეობის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მართველმა გუნდმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა წუხელ, გვიან ღამით გამოუცხადა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრია _ თინა ხიდაშელი (თავდაცვის მინისტრი), გიგლა აგულაშვილი ( გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი) და ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი).