საქართველოს ენერგეტიკის მინიტრი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს:
_ მარეგულირებელ კომისიაში შევიდა განაცხადი რამდენიმე კომპანიის მხრიდან ტარიფის გადახედვის თაობაზე. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. მარეგულირებელ კომისიას 10 სექტემბრამდე აქვს ვადა შეისწავლოს არსებული სიტუაცია, პრობლემები, რაც კომპანიებს გააჩნია და რაც მათ ლარის გაუფასურებამ შეუქმნა. შესაბამისად, იქნება მიღებული გადაწყვეტილება მარეგულირებელი კომისიის მიერ _ ტარიფი შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება.
აჟიოტაჟი ტარიფის გაძვირების თაობაზე ტელევიზიების მხრიდან ხელოვნურად და მიზანმიმართულად შეიქმნა. ჯერ საკითხის შესწავლა დაიწყო მარეგულირებელმა კომისიამ და გარკვეულმა ტელევიზიებმა დაიწყეს საუბარი, რომ მოსახლეობას ტარიფი გაუძვრიდება.
ლარის გაუფასურებამ ენერგეტიკულ კომპანიებს დიდი დარტყმა მიაყენა. პრობლემები შეიქმნა. განსაკუთრებით ეს ეხება თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ძირითადად ბუნებრივ აირზე მუშაობენ, რომელიც აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდის, ხოლო ანგარიშწორება ხდება დოლარში, მოსახლეობის მხრიდან კი ანაზღაურება ლარით ხორციელდება.
ამის გამო მიმართეს მათ მარეგულირებელ კომისიას, რათა გადათვალოს ტარიფი. არ გამოვრიცხავ მოხდეს ელექტროენერგიის ტარიფის მატება, იყოს ამის გარდაუვალობა, თუმცა ეს მთავრობის მსჯელობის საგანი იქნება. შესაძლებელია ამ მიმართულებით გარკვეული მიზნობრივი სუბსიდირება განხორციელდეს, _ განაცხადა კახი კალაძემ გადაცემა "განხვავებულ აქცენტებში" სტუმრობისას.