საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ქობულეთში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. შეუძლებელია როგორმე ანუგეშო სამი უნიჭიერესი ბავშვის მშობლები და ახლობლები. ამ ტრაგედიას დღეს სრულიად საქართველო გლოვობს. ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ", – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" გუშინ გაჩენილ ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.