შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, სამუშაო ადგილები გამოკითხულთა 66%-მა დაასახელა, ფასების ზრდა/ინფლაცია 43%-მა, სიღარიბე კი – 39%-მა. ეროვნულ საკითხებში შემდეგი ადგილები უჭირავს 27%- ტერიტორიულ მთლიანობას, 21% – პენსიებს, 17%- ხელფასებს, ასევე 17% – ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, 12% – რუსეთთან ურთიერთობას, 10% – განათლებას და ა.შ.
კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.