https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ახალქალაქში ევროპის დღე აღინიშნა

20:05; 12.05.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ევროპის დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი სტუმრობდა. ელჩმა ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან და ახალქალაქის გამგებელთან შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონის გამოწვევებსა და ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი სოფლის მეურნეობის საკითხებზე გაკეთდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა ახალქალაქის კულტურის სახლში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა და შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

"ევროკავშირი არის პროექტი, რომელიც დაახლოებით 60 წლის წინ დაიწყო და დღემდე ვცდილობთ ეს ორგანიზაცია დემოკრატიის საფუძველი იყოს. ამაყი ვარ იმით, რასაც ევროკავშირმა მიაღწია. საქართველოსთან ვთანამშრომლობთ, რადგან ეს ამ ქვეყნის ხალხს სურს. თქვენს ქვეყანასთან გაფორმებულმა ასოცირების ხელშეკრულებამ  გზა გაუხსნა საქართველოს ძალიან ბევრ სფეროში. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულების შედეგებს ვერ დავინახავთ, თუ თითოეულმა ადამიანმა არ იგრძნო ეს სიკეთე. ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას. უკვე გაქვთ 140 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა. ამ პროექტის საფუძველზე, დარწმუნებული ვარ, გაიზრდება თქვენი პროდუქციის რეალიზაციის არეალი და თქვენ შეძლებთ პროდუქტის გატანას ევროკავშირის ქვეყნებში. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, რომელიც თქვენს ქვეყანას ძალიან აინტერესებს, გეტყვით, რომ ამის საშუალებით მოკლევადიანი პერიოდით და არა სამუშაოდ, თქვენ შეგეძლებათ ევროპაში მოგზაურობა“, _ აღნიშნა იანოშ ჰერმანმა სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ეს არის რეგიონებში მისი პირველი გასვლა და იგი ახალქალაქით მოხიბლული დარჩა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ორგანიზაცია "მერსი ქორფსი" ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს, რომელიც ENPARD-ის პროგრამის ნაწილია. 

სწორედ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქის კულტურის ცენტრში, მცირე ფერმერულმა კოოპერატივებმა მათ მიერ წარმოებული საკვები პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა გამართეს. კერძოდ კი, კოოპერატივების მიერ წარმოდგენილი იყო შემდეგი პროდუქტები: ყველი, თაფლი, მწვანილი და კარტოფილი.

ევროკავშირის დახმარების და რეგიონის განვითარების გეგმებზე ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ  ელჩთან მას პირისპირ შეხვედრა ჰქონდა და არის ძალიან დიდი გეგმები და იმედები კოოპერატივების წახალისებისა და ხელშეწყობის სახელმწიფოს მხრიდან, კონკრეტულად კი სოფლის მეურნეობის მხრიდან. 

"ჩვენ მზად ვართ, ყველა გამოწვევას მხარი ავუბათ, გვერდით დავუდგეთ და ამით ჩვენი ქვეყანა წინ წავა", _  განაცხადა მაჭუტაძემ. 

რაც შეეხება რეგიონში წარმოებულ პროდუქციას და მისი რეალიზაციას, როგორც ადგილობრივი კოოპერატივების წარმომადგენლები აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება მნიშვნელოვანია, თუმცა ჯერ კიდევ რჩება პრობლემები, რომლის გადაჭრსაც საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ.

როგორც "გურია ნიუსთან“ საუბრისას "დაბა წაღვერი – კენკრას“ კოოპერატივის წარმომადგენელმა ირმა მაღრაძემ განაცხადა, სახელმწიფოსგან მხოლოდ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების შესაძენად საჭირო თანხას ითხოვენ.

"კოოპერატივი უკვე ერთი წელია გვაქვს. დაფინანსება UNDP -დან მივიღეთ. ერთი ჰექტარის ფართობზე გაშენებული გვაქვს კენკრა. მოგებითაც არ ვართ უკმაყოფილო. შარშან 20 ათასი ლარის პროდუქცია გავყიდეთ. ერთადერთი დახმარება სახელმწიფოსგან სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების შესაძენად გვჭირდება. ნახევარ ფასში მაინც რომ მოგვცენ, ძალიან კარგი იქნება. პროდუქციას ვერ ვიცავთ და მოსავლის დიდი ნაწილი ფუჭდება. აგროდაზღვევის პროგრამამაც შეღავათი მოგვცა და წელს უფრო მშვიდად ვართ.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვაწარმოებთ, პესტიციდების გარეშე. რეალიზაციასაც საკუთარი ძალებით ვახდენთ. ივლისიდან აგვისტომდე პროდუქტს ვყიდით, ასევე კენკრის ნერგებსაც“, _ განაცხადა კოოპერატივის წარმომადგენელმა.

ახალციხის რაიონის სოფელ ტობას კოოპერატივის წარმომადგენლის განცხადებით, მათ სახელმწიფოსგან დახმარება პროდუქტის რეალიზაციისას სჭირდებათ.

"ძირითადად, ვაწარმოებთ საქონლისა და ცხვრის ყველს, რომელიც ალპურ ზონაში მზადდება. რეალიზაციით კი, თბილისში, მაღაზიებში ჩვენივე ძალებით ვაბარებთ. რეალიზატორები არ გვყავს. ყველის გარდა მსხვილფეხა საქონელსაც ვყიდით, თუმცა ბოლო პერიოდში პირუტყვის ფასი ძალიან დაეცა, რაც პრობლემებს გვიქმნის. რეალიზაციას ვერ ვახერხებთ. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანში არ გადის საქონელი და ეს ქმნის პრობლემას, თუ სახელმწიფო რეალიზაციაში დაგვეხმარება, ძალიან კარგი იქნება“, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან“ საუბრისას კოოპერატივი "ორცეფის“ თავმჯდომარე ნუგზარ ნეფარიძემ.

 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 870 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია შექმნილი. მათ შორის, პირველ ადგილზე, კოოპერატივების რაოდენობით, სამცხე-ჯავახეთია, სადაც  150 კოოპერატივია, აქედან მხოლოდ  ახალქალაქში უკვე 32 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია შექმნილი.
"ეს კოოპერატივები ძირითადად კარტოფილს აწარმოებენ. ასევე საქმიანობენ მესაქონლეობის მიმართულებითაც. აღსანიშნავია, რომ კოოპერატივების მიერ ერთობლივად განხორციელებული პირველი პროექტი, კარტოფილის სათესლე მასალის შემოტანა და შეძენა ჯავახეთში განხორციელდა. ეს მოხდა გაერთიანებული ძალებით და მასში ჩაბმულები იყვნენ კოოპერატივები სამცხე–ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან. პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივების მიერ საქართველოში 150 ტონა კარტოფილის თესლი შემოვიდა და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში 100 000 ლარზე მეტი შეღავათი მიიღეს ფერმერებმა და გლეხებმა, რომლებიც კოოპერატივებში იყვნენ გაერთიანებულები, მარტო იმიტომ, რომ მათ შეძლეს ერთობლივი ძალებით პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება საზღვარგარეთ კარტოფილის მწარმოებლებთან, მათ შორის არ იყო შუამავალი, რომელსაც შეეძლო გარკვეული მოგება მიეღო", _ განაცხადა მიშელაძემ. 
ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ბოლოს, ახალქალაქის კულტურის ცენტრში საზეიმო კონცერტი მოეწყო.
ევროპის დღეები, ENPARD-ის პროგრამის ინიციატივით, საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქში ტარდება – მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ქობულეთში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთის რაიონული სასამართლო ისევ ორი მოსამართლის იმედზეა

12:15; 5 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება _ გზების დეპარტამენტი

11:32; 5 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4 თებერვალი, 2026

უბედური შემთხვევა სარფში

გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკი საქართველოში მოიწვია

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„ძალზედ ბევრი მაქვს სათქმელი“ – გივი თარგამაძე

13:17; 5.02.2026
მთავარი

„სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

13:09; 5.02.2026
სამართალი

რა ხდებოდა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესზე – პროკურორი დახურული სხდომის დეტალებზე

12:46; 5.02.2026
სამართალი

“40 წლის კაცმა 14 წლის გოგო გაიტაცა, ქორწინებას გეგმავდა” – რა დეტალები ხდება ცნობილი

12:41; 5.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რაიონული სასამართლო ისევ ორი მოსამართლის იმედზეა

12:15; 5.02.2026
სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5.02.2026
საზოგადოება

მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება _ გზების დეპარტამენტი

11:32; 5.02.2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5.02.2026
სამართალი

ცივი იარაღით კაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

11:10; 5.02.2026
ზაფრანი

ქალის ტიპები და ასტროლოგია

10:20; 5.02.2026
ზაფრანი

ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო

10:18; 5.02.2026
ზაფრანი

მაიას ცივილიზაცია და ასტროლოგია

10:17; 5.02.2026
ზაფრანი

ყველაზე პატიოსანი ადამიანები

10:16; 5.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

10:12; 5.02.2026
მსოფლიო

ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

10:11; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო