გურიის ახლადდანიშნული გუბერნატორის, გია სალუქვაძის პირველ მოადგილედ, ქეთი მოისრწაფეშვილი დაინიშნა. ამის შესახებ „ გურია ნიუსს“ გუბერნატორმა თავად განუცხადა.
“ქეთი არის და იქნება ჩემი დასაყრდენი ძალა, ამ ეტაპზე, ჩვენ ორთავე გავუმკლავდებით იმ პრობლემებს, რაც არსებობს გურიაში, ამ ეტაპზე სხვა საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა, თანამშრომლებთან დღეს მექნება გაცნობითი შეხვედრა“ , -გვითხრა სალუქვაძემ