NDI-ის გამოკითხულთა 28% მიიჩნევს, რომ ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი ბიძინა ივანიშვილია. გამოკითხულთა მხოლოდ 14% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგა.
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, 30%-ის აზრით, სასურველია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი და ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა.