ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანისას სპეციალური რეგულაციების შემუშავებასა და შემოღების შესახებ ის უკვე ესაუბრა შესაბამის სამინისტროებს, უახლოეს დღეებში შეკრიბება მუშა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე კომპლექსურად იმუშავებს.
"მე ამ თემასთან დაკავშირებით ჩემს კოლეგებს, შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებს უკვე ვესაუბრე. ვესაუბრე ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლების მინისტრებს, მათ ჩემი აზრები გავუზიარე. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევიკრიბებით და შევთანხმდებით იმ ფორმატზე, თუ ეს ჯგუფი რა შემადგენლობის იქნება და რა საკითხებს განიხილავს.
ვფიქრობ, ძალიან ბევრი დეტალი იქნება გასააზრებელი და დასარეგულირებელი, ამიტომ საკმაოდ კომპლექსური მუშაობა მოგვიწევს. ის, რომ ეს სფერო დასარეგულირებელია და ჩვენი ბავშვების უსაფრთხოების სტანდარტი რაც შეიძლება მაღალი უნდა იყოს და მკაცრად დაცული, ერთმნიშვნელოვანია", – განაცხადა გუშინ მიხეილ გიორგაძემ.