ნეპალში მიწისძვრას ბოლო მონაცემებით 65, ხოლო ინდოეთში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნეპალში მიწისძვრა გუშინ განმეორდა, რის შედეგადაც 2 000-მდე ადამიანია დაშავებული.
ამერიკული ვერტმფრენი, რომელსაც დაშავებულები გადაჰყავდა გაუჩინარებულია და მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ათასობით ადამიანმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა.
BBC- ის ინფორმაციით, 7,3 სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჩრდილოეთ ინდოეთში, ტიბეტსა და ბანგლადეშში იგრძნობოდა.
შეგახსენებთ, რომ ნეპალში მიწისძვრა 25 აპრილსაც მოხდა, მაშინ ბიძგებმა 7,8 მაგნიტუდა შედგინა.
სტიქიას 8 000- ზე მეტი ადამიანი შეეწირა, 17 000- მდე კი დაშავდა. ასევე განადგურდა ინფრასტრუქტურა.