ჩრდილოეთ კორეაში თავდაცვის მინისტრი საზენიტო ქვემეხიდან გასროლით, ასეულობით სახელმწიფო მოხელის თვალწინ დახვრიტეს.
BBC- ის ინფორმაციით, შემთხვევა 30 აპრილს მოხდა.
ძალოვანი მინისტრის სიკვდილის მიზეზი ერთ-ერთ სამხედრო ღონისძიებაზე ჩაძინება გახდა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ესწრებოდა. ჩაძინების გამო ერთი წლის წინ დანიშნული მინისტრი ბელადის მიმართ ორგულობასა და უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.
სეულში აღნიშნავენ, რომ ჩხოლი ქვეყნის ლიდერს ხშირად არ ეთანხმებოდა. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, საკუთარი ბიძა ჩან სონ თხეკი დახვრიტა.