თბილისში პარლამენტის წინ "სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის" წევრებმა ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
მათივე განცხადებით, პროტესტის უკიდურეს ფორმას დღეს 120-მა ადამიანმა მიმართა და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას სხვებიც შეუერთდებიან.
"შეიცვალოს არსებული წეს-წყობილება, პოლიტიკური სისტემა, წართმეული, გასხვისებული მიწა-წყალი, წიაღისეული, სრულიად მატერიალური ფასეულობები, ქართველი ერის საკუთრებად გამოცხადდეს ", _ განაცხადა ყრილობის წევრმა ლაშა-გიორგი ლომიძემ.
"საქართველოს ეროვნული ყრილობის აქტივისტები" აქტიურად ავრცელებენ ე.წ. ფლაერებს და მოუწოდებენ მოსახლეობას 15 მაისს თბილსში, პარლამენტის შენობასთან აქციას შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ ყრილობის წევრები საზოგადოებას 500 ლარს სთავაზობენ.