პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნით არ დაიჭირა":
_ "არ ვიცი ივანიშვილმა რა ფორმით უნდა აგოს პასუხი. რამდენადაც მე ვიცი, მან გაითვალისწინა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა, რომ ქადაგიძე არ დაეჭირა. ცოტა დრო მომეცით, ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება და ამ თემაზე მერე ვრცლად ვილაპარაკოთ" _ განაცხადა მეჭიაურმა გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.